
სამუშაო ნებართვა თავშესაფრის მაძიებლებისთვის საფრანგეთში
თავშესაფრის მაძიებლისთვის, OFPRA-ს გადაწყვეტილებამდე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური – დასაქმების თემაა. ვრცელდება უამრავი ჭორ-მართალი: შეიძლება თუ არა დასაქმება OFPRA პასუხის მოსვლამდე, რა პერიოდში და პირობებით. სტატიაში მოგითხრობთ 25/06/2025 მონაცემებით არსებულ მდგომარეობას. OFPRA-ში თავშესაფრის მოთხოვნიდან 6 თვეში თუ არ მიიღეთ გადაწყვეტილება, OFPRA-ს პირად სივრცეში მოგივათ წერილი: რომ მოცემული დრო არასაკმარისია თქვენი საქმის განსახილველად და OFPRA აგრძელებს თქვენი საქმის განხილვა.
ძირითადი პირობები: როდის გექნებათ მუშაობის უფლება?
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდეთ. თქვენ არ გაქვთ მუშაობის უფლება საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნის განხილვის პირველი 6 თვის განმავლობაში. თუ თავშესაფრის მოთხოვნის შეტანიდან 6 თვის შემდეგ საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის სამსახურს (Office français de protection des réfugiés et apatrides — OFPRA) თქვენს პირად სივრცეში მოგდით შეტყობინება, რომ ოფპრა ვერ ჩაეტია 6 თვიან განსაზღვრულ ვადაში და ის აგრძელებს თქვენი დოსიეს განხილვას ან ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება თქვენს მოთხოვნაზე.
ამის შემდგომ წარმოიშვება დასაქმების მოთხოვნის უფლება.
დასაქმების უფლება არ არის ავტომატური უფლება. ამ სტატიაში მოგიყვებით იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც საჭიროა სამუშაო ნებართვის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში თავშესაფრის მაძიებლების დასაქმების შემთხვევები იშვიათია, გირჩევთ, რომ ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით. მაშინაც კი, თუ სამსახურს ვერ იპოვით, მისი ძიების გამოცდილება აუცილებლად გამოგადგებათ მომავალში.
შეგიძლიათ იპოვოთ დამსაქმებელი. ის მოითხოვს სამუშაო ნებართვას (demander une autorisation de travail salarié). თუ მოთხოვნილი სამუშაო ნებართვა ჯერ კიდევ არ არის მიღებული, მაგრამ OFPRA-მ უარი გითხრათ თავშესაფრის მოთხოვნაზე, რომელიც გაასაჩივრეთ თავშესაფრის საკითხთა ეროვნულ სასამართლოში (Cour nationale du droit d’asile — CNDA), თქვენ მაინც შეგიძლიათ მიიღოთ სამუშაო ნებართვა, სანამ CNDA არ მიიღებს თავის გადაწყვეტილებას. თუმცა, თქვენ არ შეგიძლიათ ახალი მოთხოვნის შეტანა ახალი სამუშაო ნებართვის მისაღებად OFPRA-ს გადაწყვეტილების შემდეგ.
სცენარი 1: OFPRA-მ უარი თქვა თქვენს მოთხოვნაზე მისი შეტანიდან 6 თვეზე ნაკლებ დროში. თქვენ შეიტანეთ საჩივარი CNDA-ში, მაგრამ სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში ვერ მოითხოვთ სამუშაო ნებართვას.
სცენარი 2: თქვენი თავშესაფრის მოთხოვნა რეგისტრირებულია 6 თვეზე მეტი ხნის წინ. თქვენი საქმე ჯერ კიდევ განიხილება OFPRA-ში. ამ შემთხვევაში, თუ თქვენ შეიტანთ მოთხოვნას სამუშაო ნებართვის მისაღებად, ადმინისტრაციამ ის უნდა განიხილოს, მაშინაც კი, თუ მოგვიანებით თქვენი თავშესაფრის მოთხოვნა უარყოფილ იქნა და თქვენ საჩივარი შეიტანეთ CNDA-ში.
საფრანგეთის კანონმდებლობა „დუბლინის პროცედურაში“ მყოფ პირებს მუშაობის უფლებას აძლევდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი მოთოვნა OFPRA-ს კომპეტენციაში გადავიდა, ანუ ზოგჯერ მათი მოთხოვნის შეტანიდან 15 თვის შემდეგ. ევროკავშირის სასამართლოს (Cour de Justice de l’Union Européenne — CJUE) 2021 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება უარყოფს საფრანგეთის პოზიციას და აცხადებს, რომ „დუბლინის პროცედურაში“ მყოფ პირებს უნდა ჰქონდეთ მუშაობის შესაძლებლობა თავშესაფრის მოთხოვნის შეტანიდან 9 თვის შემდეგ. ამიტომ, ნუ დააყოვნებთ, მოითხოვეთ სამუშაო ნებართვა ამ 9-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ. ამ საკითხში შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ ასოციაციას ან ადვოკატს. საერთაშორისო დაცვის მიღების შემდეგ, იქნება ეს ლტოლვილის სტატუსი თუ სუბსიდიარული დაცვა, შეგიძლიათ იმუშაოთ და არ გჭირდებათ სამუშაო ნებართვის პროცედურის გავლა. ასევე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, როგორც თვითდასაქმებული. არსებობს ასოციაციები, რომლებიც სპეციალიზდებიან საერთაშორისო დაცვის ბენეფიციარებისთვის სამსახურის პოვნაში ან საკუთარი საქმის დაწყებაში, მაგალითად: https://actionemploirefugies.com/
სამუშაო ნებართვის მიღების ნაბიჯები
1. დამსაქმებლის პოვნა
პირველ რიგში საჭიროა დამსაქმებლის პოვნა და მისთვის სთხოვეთ ონლაინ დოკუმენტების შეგროვება და გაგზავნა, მათ შორის:
- დამსაქმებლის სურვილის დამადასტურებელი საბუთი, რომ დაიქირაოს თავშესაფრის მაძიებელი მინიმუმ სამი თვით (შრომითი ხელშეკრულება — CDD ან CDI, ან სამუშაოს შეთავაზება – promesse d’embauche (ანუ დამსაქმებელი აცხადებს თანხმობას, რომს ამუშაო უფლების მიღების შემთხვევაში დაგასაქმებთ)).
- დამსაქმებლის მიერ პერსონალის დაქირავების წინა მცდელობების დამადასტურებელი საბუთი, რომლებმაც არ გამოიწვია შეთავაზებული თანამდებობისთვის კვალიფიციური ან კომპეტენტური პერსონალის დაქირავება. მან უნდა წარმოადგინოს სამუშაო შეთავაზების საჯარო ორგანიზაციაში, რომელიც დასაქმების საკითხებს ეხება, მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში შეტანისა და გამოქვეყნების დამადასტურებელი საბუთი. დამსაქმებელმა ასევე უნდა წარმოადგინოს შესაბამის თანამდებობაზე შემოსული განაცხადების დოკუმენტი და დაადასტუროს, რომ არ არსებობს თანამდებობის მოთხოვნების შესაბამისი განაცხადი.
- თუ თქვენ დასაქმდებით ისეთი პროცედურით, სადაც შრომითი დაქირავების შეუთავსებლობა არ შეინიშნება (non-opposabilité de la situation de l’emploi), ანუ ვაკანსიების რაოდენობა აჭარბებს განმცხადებელთა რაოდენობას, ასეთი მტკიცებულება არ იქნება საჭირო. იმის გასაგებად, თუ რომელი სამუშაო ადგილებია მოთხოვნადი თქვენს დეპარტამენტში, გამოიყენეთ შეუთავსებლობის სიმულატორი: https://administration-etrangers-en-france.interieur.gouv.fr/immiprousager/#/information
- თავშესაფრის მოთხოვნის შეტანის მოწმობის ასლი (attestation de demande d’asile — ATDA), რომელიც 6 თვეზე მეტი ხნის წინანდელი უნდა იყოს.
- შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში – წინა სამუშაო ნებართვის ასლი.
- რეგულირებული პროფესიის მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი საბუთი, თუ ეს საჭიროა. (რეგულირებად პროფესიებში შედის სტილისტი, ფრჩხილების სპეციალისტი, უძრავი ქონების ააგენტი და სხვა).
- თუ დამსაქმებელს მესამე პირი წარმოადგენს, მან უნდა წარმოადგინოს შევსებული და ხელმოწერილი მინდობილობა.
- თუ დამსაქმებელი ფიზიკური პირია, მან უნდა წარმოადგინოს მისი ბოლო საგადასახადო შეტყობინების ასლი.
სამუშაო ნებართვის მოთხოვნის მხარდასაჭერად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც უნდა იყოს ჩართული დოკუმენტების კომპლექტში, დამტკიცებულია 2021 წლის 1 აპრილის დადგენილებით (article 7 de l’arrêté du 1er avril 2021). http://www.legifrance.gouv.fr/jorf/id/JORFTEXT000043317454
2. განაცხადის შეტანა პრეფექტურაში
დოკუმენტები უნდა იყოს წარდგენილი იმ დეპარტამენტის პრეფექტურაში, რომელშიც ცხოვრობთ. პრეფექტურას შეუძლია გასცეს ან უარი თქვას სამუშაო ნებართვის გაცემაზე. თუ სამუშაო არ შედის იმ პროფესიების სიაში, სადაც სამუშაო ძალის ნაკლებობაა (métiers en tension), მაშინ პრიორიტეტი ავტომატურად ენიჭება ჯერ ფრანგებსა და სამუშაო ნებართვის მქონე პირებს, შემდეგ კი თავშესაფრის მაძიებლებს. დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს პრეფექტურის წინაშე თქვენი არჩევა (კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება). 2021 წლის აპრილიდან სამუშაო ნებართვის განაცხადი დამსაქმებლის მიერ შეტანილი უნდა იყოს მხოლოდ ონლაინ პორტალზე (ANEF პორტალი), რომელიც საფრანგეთში უცხოელებისთვის ონლაინ პროცედურებს ეძღვნება. სამუშაო საქმიანობის ნებართვის გარეშე უცხოელის დაქირავების შემთხვევაში, დამსაქმებელს ჯარიმა ემუქრება. უარის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ადმინისტრაციულ სასამართლოს (tribunal administratif). ამისთვის დაუკავშირდით უცხოელთა უფლებების დამცველ ასოციაციებს ან მიმართეთ ადვოკატს. პრეფექტურას ეძლევა 2 თვე სამუშაო ნებართვის მოთხოვნის განსახილველად. ამ 2 თვის განმავლობაში პასუხის არარსებობის შემთხვევაში, თანხმობა ითვლება ნაგულისხმევად (ნებართვა მიღებულად ითვლება). სამუშაო ნებართვის მიღების შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა ამ დამსაქმებელთან. არ შეცვალოთ სამუშაო ადგილი: სამუშაო ნებართვა ძალაშია მხოლოდ იმ შრომითი ხელშეკრულებისთვის, რომელიც პრეფექტურაში წარადგინეთ. სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ დარეგისტრირდეთ France Travail-ში (2024 წლის 1 იანვრამდე Pôle Emploi) და მიიღოთ უმუშევრობის დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულება შეწყდა მისი ვადის გასვლამდე დამსაქმებელზე დამოკიდებული მიზეზების გამო, ან ფორს-მაჟორის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, როგორც ყველა უმუშევარს, თავშესაფრის მაძიებლებსაც შეუძლიათ მიიღონ რამდენიმე სახის პროფესიული განათლება (დააზუსტეთ France Travail-თან). პრაქტიკაში, თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით პროფესიული სწავლების დაფინანსებაზე წვდომის მიღება ძალიან რთულია.
დასკვნა
საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნის პროცესი ხანგრძლივი და რთულია, თუმცა, როგორც სტატიიდან ჩანს, ის არ არის დაბრკოლება დასაქმებისთვის. 6-თვიანი ლოდინის შემდეგ თქვენ გაქვთ სრული უფლება, მოითხოვოთ სამუშაო ნებართვა და დაიწყოთ თქვენი კარიერული გზა საფრანგეთში. მართალია, პროცესი დიდ ძალისხმევასა და სწორ დოკუმენტაციას მოითხოვს, მაგრამ ეს შესაძლებლობა გეხმარებათ არა მხოლოდ ფინანსური სტაბილურობის მიღწევაში, არამედ ახალი ცხოვრების ინტეგრაციასა და სოციალურ ადაპტაციაში. გამოიყენეთ არსებული რესურსები, მიმართეთ შესაბამის ასოციაციებს და ნუ დააყოვნებთ ამ უფლების გამოყენებას. თქვენი პროფესიული განვითარება იწყება იქ, სადაც დასრულდა ლოდინის პერიოდი.
კატეგორიის სხვა სიახლეები