შემოუერთდით ჩვენს კეთილშობილ საქმეს

თუ ფლობთ ფრანგულ ენას და გსურთ, თქვენი ცოდნა თანამემამულეების დასახმარებლად გამოიყენოთ, გულითადად გიწვევთ, შემოუერთდეთ ჩვენს მოხალისეთა გუნდს. ეს არის არა მხოლოდ დახმარების გაწევა, არამედ საერთო ღირებულებების გაზიარება და ჩვენი საზოგადოების გაძლიერება.
თქვენი ჩართულობა ძალზედ მნიშვნელოვანია. თარჯიმნების გარეშე, ჩვენი თანამემამულეებისთვის საფრანგეთში ინტეგრაცია და სხვადასხვა ადმინისტრაციული პრობლემის გადაჭრა გაცილებით რთულია. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ის ხიდი, რომელიც ამ პროცესს ბევრად მარტივს და ხელმისაწვდომს გახდის.
თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი მოხალისე თარჯიმანი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. ერთად შევქმნათ ძლიერი ქართული საზოგადოება საფრანგეთში!

გაცნობებთ, რომ თარჯიმნების მომსახურებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ხოლო ჩვენი თარჯიმნები მოხალისეები არიან, რომლებიც ამ მნიშვნელოვან საქმეს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებენ. ისინი თავიანთ პირად დროს უთმობენ სხვის დასახმარებლად.

პასუხისმგებლობა

დიდი მადლობა გამოჩენილი პასუხიმგებლობისთვის
ეს საშუალებას მოგვცემს, თარჯიმნის გამოთავისუფლებული დრო სხვა ადამიანის საჭიროებებს მოვახმაროთ.

თქვენი დროული შეტყობინება სხვისი დახმარების შესაძლებლობაა.

თუ შეხვედრა გაგიუქმდებათ, შეგიძლიათ შეავსოთ ქვემოთ მოცემული სპეციალური გაუქმების ფორმულარი

ერთად შევქმნათ თანადგომის ჯაჭვი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტურად იმუშავებს ჩვენი თანამემამულეებისთვის.

გააზიარე !
Shares
Scroll to Top