შემოუერთდით ჩვენს კეთილშობილ საქმეს

თუ ფლობთ ფრანგულ ენას და გსურთ, თქვენი ცოდნა თანამემამულეების დასახმარებლად გამოიყენოთ, გულითადად გიწვევთ, შემოუერთდეთ ჩვენს მოხალისეთა გუნდს. ეს არის არა მხოლოდ დახმარების გაწევა, არამედ საერთო ღირებულებების გაზიარება და ჩვენი საზოგადოების გაძლიერება.
თქვენი ჩართულობა ძალზედ მნიშვნელოვანია. თარჯიმნების გარეშე, ჩვენი თანამემამულეებისთვის საფრანგეთში ინტეგრაცია და სხვადასხვა ადმინისტრაციული პრობლემის გადაჭრა გაცილებით რთულია. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ის ხიდი, რომელიც ამ პროცესს ბევრად მარტივს და ხელმისაწვდომს გახდის.
თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი მოხალისე თარჯიმანი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. ერთად შევქმნათ ძლიერი ქართული საზოგადოება საფრანგეთში!

იმისათვის, რომ ისარგებლოთ ამ სერვისით, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი გუნდი მზადაა, დაგეხმაროთ თქვენს ადმინისტრაციულ პროცედურებსა და საქმის წარმოებაში.

გაცნობებთ, რომ თარჯიმნების მომსახურებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ხოლო ჩვენი თარჯიმნები მოხალისეები არიან, რომლებიც ამ მნიშვნელოვან საქმეს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებენ. ისინი თავიანთ პირად დროს უთმობენ სხვის დასახმარებლად.

პასუხისმგებლობა

თუ თქვენი შეხვედრა გადაიდო ან გაუქმდა, გთხოვთ, დროულად გვაცნობოთ ამის შესახებ. ეს საშუალებას მოგვცემს, თარჯიმნის გამოთავისუფლებული დრო სხვა ადამიანის საჭიროებებს მოვახმაროთ.

გახსოვდეთ: თქვენი დროული შეტყობინება სხვისი დახმარების შესაძლებლობაა.

თუ შეხვედრა გაგიუქმდებათ, შეგიძლიათ შეავსოთ სპეციალური გაუქმების ფორმულარი

ერთად შევქმნათ თანადგომის ჯაჭვი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტურად იმუშავებს ჩვენი თანამემამულეებისთვის.

გთხოვთ უფასო თარჯიმნის ჯავშანი შეგვატყობინოთ არაუგვიანეს 1 კვირით ადრე.
წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თქვენი ჯავშანი არ დადასტურდეს.

WWW.KARTULI.FR

AM- 12:00 საათამდე | PM – 12:00 საათის შემდეგ

გააზიარე !
Shares
Scroll to Top