ბრუნო კლავესა და საქართველოს ელჩის საფრანგეთში ირაკლი ყურაშვილის შეხვედრა

საფრანგეთის ეროვნული გაერთიანების (RN) წარმომადგენელი, ბრუნო კლავე საქართველოს ელჩს საფრანგეთში, მის აღმატებულება ირაკლი ყურაშვილს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებას და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასებას. დისკუსიის ფოკუს თემა გეოპოლიტიკური გამოწვევები, და საქართველოს ევროპული მისწრაფებების დაფიქსირება იყო.

შეხვედრის დასრულებისას ბრუნო კლავემ განცხადება გააკეთა, რომელიც ასახავს განხილულ საკითხებს და ხაზს უსვამს ეროვნული ტრაექტორიების პატივისცემის მნიშვნელობას ინტეგრაციის პროცესებში.

“დღეს, მქონდა პატივი, შევხვედროდი საქართველოს ელჩს საფრანგეთში, მის აღმატებულება ირაკლი ქურაშვილს.

ამ შეხვედრის ფარგლებში, ჩვენ გვქონდა საშუალება, გვემსჯელა მიმდინარე მსხვილ გეოპოლიტიკურ ბალანსებსა და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე. ჩვენი დიალოგი შედგა იმ ფონზე, რომელიც აღინიშნება საქართველოს კომპლექსური ისტორიით რუსეთთან და მიმდინარე ევროპული დებატებით.

არტიკულაცია ინტეგრაციასა და სახელმწიფოების სუვერენიტეტს შორის არ უნდა მოხდეს ეროვნული ტრაექტორიების უგულებელყოფის ხარჯზე” – განაცხადა ბრუნო კლავემ.

გააზიარე !
Shares
Scroll to Top