
საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა არის ერთჯერადი სამგზავრო დოკუმენტი, რომლის ვადაა 14 დღე და გაიცემა ვადაგასული, დაკარგული ან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) სამგზავრო დოკუმენტის სანაცვლოდ ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საზღვარგარეთიდან საქართველოში მოქალაქის დაბრუნების მიზნით.
საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა არის დოკუმენტი, რომელიც საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ პასპორტი დაგეკარგათ, დაგიზიანდათ ან ვადა გაუვიდა და სასწრაფოდ გჭირდებათ სამშობლოში დაბრუნება.
მნიშვნელოვანი პირობები
- დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, აუცილებლად იქონიეთ ასლები.
- თითოეული მომსახურებისთვის უნდა განახორციელოთ ერთი საბანკო გადარიცხვა.
- თითოეული მომსახურებისთვის უნდა დაჯავშნოთ თითო ვიზიტი.
- საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, საფასური წინასწარ უნდა გადარიცხოთ და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი წარადგინოთ.
- გადარიცხვისას, დანიშნულების ველში (
MOTIF DE L'OPÉRATION DE VIREMENT
) აუცილებლად მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. - ონლაინ ბანკის ქვითარი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი, გვარი და მომსახურების ტიპი.
პროცედურა
ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში:
თუ დოკუმენტების ფოსტით გაგზავნას გადაწყვეტთ, თან დაურთეთ:
- შევსებული ანკეტა.
- პასპორტის, პირადობის, დაბადების ან მართვის მოწმობის ასლი.
- ორი ფერადი ბიომეტრიული ფოტო.
- საფასურის (34 ევრო) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
- დაზღვეული კონვერტი, თუ გსურთ, რომ დოკუმენტი უკან ფოსტით დაგიბრუნდეთ.
საკონსულოში წარდგენის შემთხვევაში:
- ელექტრონული შევსებული ანკეტა
- თქვენ მიერ ჩანიშნულ დღეს, საკონსულოში წარსდექით შემდეგი დოკუმენტებით:
- პასპორტის, პირადობის, დაბადების ან მართვის მოწმობის ასლი.
- საფასურის (34 ევრო) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საბანკო ანგარიში
თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადარიცხვა.
- ანგარიშის მფლობელი: Consulat Ambassade de Georgie
- IBAN: FR76 3056 8199 2600 0200 9120 234
- BIC: CMCIFRPP
ჩაწერა და საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულოში ვიზიტისთვის საჭიროა წინასწარი ჩაწერა. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს ნომერზე 01 45 02 11 07.
ვიზიტის დასაჯავშნათ შეგიძლიათ ესტუმროთ ბმულს
საკონსულო მუშაობს:
- ორშაბათს და ოთხშაბათს: 15:00-დან 17:00 საათამდე.
- პარასკევს: 10:00-დან 13:00 საათამდე.
- პასპორტის ვადა: პასპორტი მზადდება 45 კალენდარულ დღეში.
- ფოსტით მიღება: თუ გსურთ, რომ პასპორტი ფოსტით დაგიბრუნდეთ, თან უნდა იქონიოთ დაზღვეული კონვერტი (50გ).