
გასაჩივრება და მისი პროცედურა და ნიმუში
ლეგალიზაციაზე უარის გასაჩივრების პროცედურა
2025 წლის 24 იანვრის რეტაიოს ცირკულარის თანახმად, ლეგალიზაციაზე (admission exceptionnelle au séjour) უარის თქმის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ:
- ბინადრობის ნებართვაზე უარს.
- და მასთან ერთად — OQTF-ს (Obligation de Quitter le Territoire Français — საფრანგეთის ტერიტორიის დატოვების ვალდებულება).
ეს ორი გადაწყვეტილება სხვადასხვა გზით გასაჩივრდება.
ლეგალიზაციაზე უარის გასაჩივრება
- Recours gracieux — თხოვნა გადაწყვეტილების გადახედვის შესახებ.
- ვადა: 2 თვე უარის მიღების თარიღიდან.
- სად უნდა შეიტანოთ: იმავე პრეფექტურაში, რომელმაც უარი გამოსცა.
- ფორმა: წერილი, რომელშიც გადმოცემულია არგუმენტები და თანდართული მტკიცებულებები, გაგზავნილია რეგისტრირებული ფოსტით — LRAR (lettre recommandé avec avis de réception).
ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსის ნიმუში ლეგალიზაციაზე უარის შესახებ:
Prénom NOM
სახელი, გვარი
prenom.nom@email.com 06 00 00 00 00
Objet : Recours gracieux contre le refus de séjour du [date]
თემა: ადმინისტრაციული საჩივარი ბინადრობაზე უარის შესახებ [თარიღი]
Madame, Monsieur le Préfet, მადამ, მესიე პრეფექტო,
Par la présente, je forme un recours gracieux contre la décision de refus de séjour rendue à mon encontre le [date] par la préfecture de [département], dans laquelle ma demande de titre de séjour au titre de l’admission exceptionnelle au séjour a été rejetée. ამით მე შემაქვს ადმინისტრაციული საჩივარი ჩემს მიმართ მიღებული ბინადრობაზე უარის შესახებ [თარიღი]-ის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღო [დეპარტამენტი]-ს პრეფექტურამ, რომელშიც უარყოფილი იყო ჩემი განცხადება ბინადრობის გამონაკლისი დაშვების (admission exceptionnelle au séjour) შესახებ.
Selon la décision, il m’est reproché [résumez le motif du refus : séjour insuffisant, manque d’intégration, etc.]. Or, je conteste cette décision pour les raisons suivantes : გადაწყვეტილების თანახმად, მე მედავებიან [მოკლედ გადმოეცით უარის მიზეზი: არასაკმარისი ბინადრობა, ინტეგრაციის ნაკლებობა და ა.შ.]. თუმცა, მე ვასაჩივრებ ამ გადაწყვეტილებას შემდეგი მიზეზების გამო:
– Je réside en France depuis [année], de manière continue et stable, comme en attestent les documents joints ; – J’ai des attaches personnelles/professionnelles/familiales en France ; – Je remplis les critères définis à l’article L.435-1 CESEDA et au circulaire Retailleau de janvier 2025 …; – Ma situation actuelle justifie une régularisation dans le cadre de l’admission exceptionnelle au séjour…
– მე საფრანგეთში ვცხოვრობ [წელი]-დან, უწყვეტად და სტაბილურად, რაც თანდართული დოკუმენტებით დასტურდება; – მე მაქვს პირადი/პროფესიული/ოჯახური კავშირები საფრანგეთში; – ჩემი სიტუაცია შეესაბამება CESEDA-ს L.435-1 მუხლით და 2025 წლის იანვრის რეტაიოს ცირკულარით დადგენილ კრიტერიუმებს…; – ჩემი ამჟამინდელი სიტუაცია ლეგალიზაციის ღირსია ბინადრობის გამონაკლისი დაშვების ფარგლებში…
Je joins à ce courrier l’ensemble des documents appuyant ma demande, notamment : ამ წერილს ვურთავ ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც ჩემს მოთხოვნას ამყარებს, მათ შორის:
- პრეფექტურის უარის ასლი
- საბუთები, რომლებიც ადასტურებს ჩემს საცხოვრებელ ადგილს და სამუშაო საქმიანობას
- ინტეგრაციის დამადასტურებელი საბუთები
- რესპუბლიკის პრინციპების პატივისცემის კონტრაქტი
En espérant une révision favorable de votre décision, je vous prie d’agréer, Madame, Monsieur, l’expression de mes salutations distinguées. იმედი მაქვს, რომ თქვენი გადაწყვეტილება გადაიხედება ჩემს სასარგებლოდ. გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო, ბატონო, ჩემი ღრმა პატივისცემის გამომხატველი სალამი.
Prénom NOM სახელი, გვარი
გასაჩივრების სახეები და პროცედურები
2. Recours hiérarchique — იერარქიული გასაჩივრება: პრეფექტურის გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომ ორგანოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში.
- ვადა: ასევე 2 თვე უარის მიღებიდან.
- სად უნდა წარადგინოთ: შინაგან საქმეთა სამინისტროში.
- ფორმა: წერილი, რომელშიც განმარტებულია თქვენი არგუმენტები და თანდართულია დამადასტურებელი საბუთები. წერილი უნდა გაიგზავნოს რეგისტრირებული ფოსტით (LRAR – lettre recommandé avec avis de réception) შემდეგ მისამართზე: Ministère de l’Intérieur et des Outre-mer Direction générale des étrangers en France (DGEF) Place Beauvau 75800 Paris Cedex 08
ორივე საჩივარი არ აჩერებს OQTF-ის (ტერიტორიის დატოვების ვალდებულება) მოქმედებას და არ ცვლის სასამართლო პროცედურას.
3. Recours contentieux — სასამართლო საჩივარი უარის შესახებ.
- სად უნდა წარადგინოთ: ადმინისტრაციულ სასამართლოში (tribunal administratif), პრეფექტურის ადგილმდებარეობის მიხედვით.
- ვადა: 2 თვე უარის მიღებიდან ან გასაჩივრების განხილვის ვადის დასრულებიდან (gracieux / hiérarchique).
OQTF-ის გასაჩივრება
OQTF-ის გასაჩივრება პრეფექტურაში არ ხდება. მისი გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირ ადმინისტრაციულ სასამართლოში, წინასწარი საჩივრების გარეშე.
თუ მოგცეს ტერიტორიის დატოვების ვალდებულება (Obligation de Quitter le Territoire Français — OQTF), ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეგიძლიათ:
- საჩივრის წარდგენის ვადა: 15 დღე OQTF-ის შესახებ შეტყობინების მიღებიდან, ან დაჩქარებული პროცედურის (procédure accélérée) შემთხვევაში, ვადა მცირდება 48 საათამდე.
- სად უნდა წარადგინოთ: ადმინისტრაციულ სასამართლოში, თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საჩივრის წარდგენა აჩერებს OQTF-ის მოქმედებას სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე.
კატეგორიის სხვა სიახლეები