როგორ ავიღოთ პასპორტი საელჩოში

საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა მიზეზით შეიძლება დასჭირდეთ პასპორტის განახლება ან საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის აღება. მნიშვნელოვანია, რომ განასხვავოთ პასპორტის პირველადი გაცემა და მისი განახლება, რადგან თითოეული პროცესი განსხვავებულ საბუთებს, ვადებსა და პროცედურებს მოითხოვს. ასევე, განსხვავებული წესები მოქმედებს 18 წლამდე პირებისთვის.

ქვემოთ მოცემულია პასპორტის განახლებისა და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის აღების პირობები, ფასები და წესები.

პასპორტის განახლება

საქართველოს მოქალაქის პასპორტის განახლება ორ ძირითად შემთხვევაში ხდება: პასპორტის დაკარგვა ან მისი დაზიანება.

  • პასპორტის გამოცვლა (დაზიანების შემთხვევაში): ამ დროს აუცილებელია დაზიანებული პასპორტის წარდგენა.
  • დაკარგული პასპორტის აღდგენა: დაკარგული პასპორტის აღდგენის მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მან პასპორტის დაკარგვის შესახებ სამართალდამცავ ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს აცნობა. ამ ცნობით ცალსახად უნდა დგინდებოდეს, თუ რომელი პასპორტი დაიკარგა (ნომერი/გაცემის თარიღი). თუ ცნობა უცხო ენაზეა შედგენილი, ის ქართულ ენაზე უნდა იყოს ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ. ამ ცნობის წარუდგენლობა არის ახალი პასპორტის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

დაკარგული პასპორტის აღსადგენად განაცხადი შეგაქვთ საკონსულო სამსახურში.


საკონსულოში მოქალაქე პირადად უნდა წარსდგეს და თან უნდა იქონიოს შემდეგი საბუთები:

  1. პასპორტის, პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი.
  2. ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3,5X4,5 სმ. ფოტოსურათი უნდა იყოს გადაღებული თეთრ ფონზე, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი და სახის გამოსახულებამ ფოტოს 70-80% უნდა დაიკავოს.
  3. პასპორტის საფასურის, 47,94 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (AVIS D’OPERATION DE VIREMENT – მატერიალური სახით, ამობეჭდილი).
  4. პასპორტის დამზადების ვადაა 45 კალენდარული დღე.

  • თუ წარსულში გქონდათ ბიომეტრიული პასპორტი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იუსტიციის სახლს და პასპორტი საფრანგეთში ფოსტით მიიღოთ.
  • თუ გსურთ, რომ დოკუმენტი ფოსტით დაგიბრუნდეთ, თან უნდა დაურთოთ დაზღვეული კონვერტი Prêt-à-Poster - Lettre Services Plus - 100g - Format C5 - Enveloppe à l'unité.

საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (AVIS D’OPERATION DE VIREMENT – მატერიალური სახით, ამობეჭდილი) ორიგინალის წარდგენა.

გადარიცხვისას, დანიშნულების ველში (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT) აუცილებლად მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. მაგალითად: პასპორტი - სახელი/გვარი (მაგალითად - გიორგი გიორგაძე).


  • ანგარიშის მფლობელი: Consulat Ambassade de Georgie
  • ბანკი: 30568 Guichet 19926 № compte 00020091202 Clé 34
  • IBAN: FR76 3056 8199 2600 0200 9120 234
  • BIC: CMCIFRPP

საკონსულოში ვიზიტისთვის საჭიროა წინასწარი ჩაწერა. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს ნომერზე 01 45 02 11 07.

ვიზიტის დასაჯავშნათ შეგიძლიათ ესტუმროთ ბმულს

საკონსულო მუშაობს:

  • ორშაბათს და ოთხშაბათს: 15:00-დან 17:00 საათამდე.
  • პარასკევს: 10:00-დან 13:00 საათამდე.

გააზიარე !
Shares
Scroll to Top