
B2 Besoin pour se déplacer
გადაადგილების საჭიროება
ეს ნაწილი ეხება თქვენს მობილობას, ანუ გადაადგილების შესაძლებლობებს. თქვენ უნდა მონიშნოთ ის ვარიანტები, რომლებიც თქვენს მდგომარეობას შეესაბამება.
1. მონიშნეთ შესაბამისი უჯრები:
- Pour se déplacer dans le domicile: სახლის შიგნით გადასაადგილებლად.
- Pour sortir du domicile ou y entrer: სახლიდან გასასვლელად ან სახლში შემოსასვლელად.
- Pour se déplacer à l’extérieur du domicile: სახლის გარეთ გადასაადგილებლად.
- Pour utiliser un véhicule: მანქანის გამოსაყენებლად.
- Pour utiliser les transports en commun: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოსაყენებლად.
- Pour partir en vacances: დასასვენებლად წასასვლელად.
2. დამატებითი კითხვა:
- “Utilisez-vous les transports adaptés proposés localement pour vous déplacer?” (იყენებთ თუ არა ადგილობრივად შემოთავაზებულ ადაპტირებულ ტრანსპორტს გადასაადგილებლად?)
- თუ კი, მონიშნეთ Oui.
- თუ არა, მონიშნეთ Non.
3. სხვა სიტუაციები:
- “Autre situation, préciser :” (სხვა სიტუაცია, დააზუსტეთ 🙂
- თუ თქვენი საჭიროება არ შედის ზემოთ ჩამოთვლილ ვარიანტებში, მონიშნეთ ეს უჯრა და ცარიელ ველში დეტალურად აღწერეთ თქვენი კონკრეტული სიტუაცია ან საჭიროება.
Besoin pour la vie sociale – საჭიროებები სოციალური ცხოვრებისთვის (სოციალიზაცია)
ეს სექცია მოიცავს თქვენს სოციალურ აქტივობებთან დაკავშირებულ საჭიროებებს. მონიშნეთ ის უჯრები, რომლებიც თქვენს მდგომარეობას ყველაზე უკეთ აღწერს.
1. მონიშნეთ შესაბამისი უჯრები:
- Pour s’exprimer, se faire comprendre, entendre: თავის გამოსახატავად, იმისთვის, რომ გაგიგონ და გაგიგონ.
- Pour avoir des activités sportives et des loisirs: სპორტული და გასართობი აქტივობებისთვის.
- Pour les relations avec les autres: სხვებთან ურთიერთობისთვის.
- Pour s’occuper de sa famille: საკუთარ ოჯახზე ზრუნვისთვის.
- Pour être accompagné(e) dans la vie citoyenne (ex : aller voter, vie associative…): სამოქალაქო ცხოვრებაში თანხლებისთვის (მაგალითად: ხმის მისაცემად წასვლა, ასოციაციურ ცხოვრებაში მონაწილეობა…).
- Pour assurer sa sécurité: საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
2. სხვა საჭიროებები:
- “Autre besoin, préciser :” (სხვა საჭიროება, დააზუსტეთ 🙂
- თუ თქვენი საჭიროება არ არის ზემოთ ჩამოთვლილ სიაში, მონიშნეთ ეს უჯრა და ცარიელ ველში დეტალურად აღწერეთ თქვენი კონკრეტული საჭიროება.
B3 – Les attentes pour compenser la situation de handicap
ინვალიდობის კომპენსირების მოლოდინები
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან აქ თქვენ უნდა დააფიქსიროთ, კონკრეტულად რა სახის დახმარებას ითხოვთ.
ეს სექცია საშუალებას გაძლევთ, მიუთითოთ თქვენი სურვილები და საჭიროებები. შეგიძლიათ მონიშნოთ რამდენიმე პასუხი, რადგან შეიძლება გქონდეთ რამდენიმე მოლოდინი.
1. თქვენი სურვილები (“Vos souhaits”):
- Vivre à domicile: სახლში ცხოვრება.
- Vivre en établissement: დაწესებულებაში ცხოვრება.
- Un aménagement du lieu de vie: საცხოვრებელი გარემოს მოწყობა/ადაპტირება.
- Une aide humaine : quelqu’un qui aide: ადამიანური დახმარება: ვინმე, ვინც დაგეხმარებათ.
- Une aide pour se déplacer: გადაადგილებისთვის საჭირო დახმარება.
- Du matériel ou équipement: მასალა ან მოწყობილობა.
- Une aide financière pour des dépenses liées au handicap: ფინანსური დახმარება ინვალიდობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის.
- Un accompagnement pour l’adaptation / réadaptation à la vie quotidienne: თანხლება ყოველდღიურ ცხოვრებასთან ადაპტაციის/რეადაპტაციისთვის.
- Un accueil temporaire en établissement: დროებითი განთავსება დაწესებულებაში.
- Une aide animalière: ცხოველის (დამხმარე ძაღლის) დახმარება.
- Réaliser un bilan des capacités dans la vie quotidienne: ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლებლობების შეფასების ჩატარება.
- Une aide financière afin d’assurer un revenu minimum (dans ce cas, compléter également la partie D): ფინანსური დახმარება მინიმალური შემოსავლის უზრუნველსაყოფად (ამ შემთხვევაში, ასევე შეავსეთ D ნაწილი).
2. სხვა მოლოდინები:
- “Autre attente, préciser :” (სხვა მოლოდინი, დააზუსტეთ 🙂
- თუ თქვენი მოლოდინები ან საჭიროებები არ არის ჩამოთვლილ სიაში, მონიშნეთ ეს უჯრა და ცარიელ ველში დეტალურად აღწერეთ თქვენი მოთხოვნა.
დაწესებულების ან სერვისის იდენტიფიცირება
- Avez-vous déjà identifié un établissement ou un service d’accueil, d’accompagnement ou de soin qui pourrait répondre à vos attentes? (უკვე გაქვთ იდენტიფიცირებული ისეთი დაწესებულება, ორგანიზაცია ან მომსახურება, რომელიც დაგხვდებათ, გაგიწევთ დახმარებას ან უზრუნველყოფს მოვლას და შეძლებს თქვენი მოლოდინების დაკმაყოფილებას?)
- თუ კი, მონიშნეთ Oui (დიახ).
- თუ არა, მონიშნეთ Non (არა).
- Si oui lequel / lesquels : (თუ კი, რომელი / რომლები 🙂
- თუ ზემოთ მონიშნეთ Oui, აქ უნდა ჩაწეროთ იმ დაწესებულების ან სერვისის სახელი, რომელიც უკვე შეარჩიეთ.
- Êtes-vous en contact? (ხართ თუ არა კონტაქტში?)
- ამის გვერდით, მონიშნეთ Oui (დიახ) ან Non (არა), იმის მიხედვით, ხართ თუ არა უკვე კონტაქტზე ამ დაწესებულებასთან.
ფუცლის ბოლოს მიუთითეთ NOM: თქვენი გვარი; Prénom – თქვენი გვარი