D – Votre situation professionnelle
თქვენი პროფესიული მდგომარეობა
Si votre demande concerne votre projet professionnel (თუ თქვენი მოთხოვნა პროფესიულ პროექტებს ეხება).
ეს არის შესავალი ნაწილი, რომელიც მიგანიშნებთ, რომ უნდა შეავსოთ ეს სექცია, თუ შევსების მომენტში ხართ დასაქმებული. საპირისპირო შემტხვევაში გამოტოვეთ,

მონიშნეთ თუ შევსების მომენტში ხართ დასაქმებული Vous avez un emploi depuis le : (მიუთითეთ მუშაობის დაწყების თარიღი)
მარცხენა სვეტი
- En milieu ordinaire: ჩვეულებრივ გარემოში (ჩვეულებრივ კომპანიაში ან ორგანიზაციაში).
- En milieu protégé (Établissements et services d’aide par le travail – ESAT): დაცულ გარემოში (შრომითი დახმარების დაწესებულებები და სერვისები – ESAT).
- En entreprise adaptée: ადაპტირებულ კომპანიაში.
- Votre type d’emploi : (თქვენი დასაქმების ტიპი:)
- CDI: მუდმივი სამუშაო ხელშეკრულება.
- CDD: განსაზღვრული ვადით სამუშაო ხელშეკრულება.
- Interim: დროებითი, აგენტიდან დასაქმება.
- Contrat aidé: სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ხელშეკრულება.
- Votre employeur : (თქვენი დამსაქმებელი:)
- Nom : სახელი.
- Adresse : მისამართი.
- Stagiaire de la formation professionnelle: პროფესიული სწავლების სტაჟიორი.
- Rémunéré : ანაზღაურებადი:
- Oui: დიახ.
- Non: არა.
- Préciser le nom de l’organisme : დააზუსტეთ ორგანიზაციის სახელი.
- Rémunéré : ანაზღაურებადი:
- Travailleur indépendant. Régime : დამოუკიდებელი მუშაკი (თვითდასაქმებული). რეჟიმი:
- აქ უნდა მიუთითოთ თქვენი საგადასახადო ან სოციალური რეჟიმი (მაგ., Micro-entrepreneur, Auto-entrepreneur და ა.შ.).
მარჯვენა სვეტი
- Votre emploi : (თქვენი სამუშაო:)
- Temps complet: სრული განაკვეთი.
- Temps partiel: ნახევარი განაკვეთი.
- Si temps partiel, fournir une copie du contrat de travail: თუ ნახევარ განაკვეთზე მუშაობთ, დაურთეთ სამუშაო ხელშეკრულების ასლი.
- Est-il adapté à votre handicap ? (ადაპტირებულია თუ არა ის თქვენს ინვალიდობაზე?)
- Oui: დიახ.
- Non, préciser : არა, დააზუსტეთ.
- Quelles sont les difficultés liées à votre handicap ? (რა სირთულეებია დაკავშირებული თქვენს ინვალიდობასთან?)
- ამ ველში დეტალურად აღწერეთ, როგორ გიქმნის ინვალიდობა სირთულეებს სამსახურში.
Vous bénéficiez ou avez bénéficié d’un accompagnement pour conserver votre emploi : (თქვენ იღებთ ან იღებდით დახმარებას თქვენი სამსახურის შესანარჩუნებლად:)
ეს შეკითხვა გეკითხებათ, იღებდით თუ არა რაიმე სახის დახმარებას, რათა შეგენარჩუნებინათ თქვენი სამუშაო ადგილი.
- Par un service de santé au travail: სამუშაო ადგილის ჯანმრთელობის სამსახურის მიერ.
- ეს გულისხმობს იმ მომსახურებას, რომელსაც კომპანიაში არსებული ჯანმრთელობის სერვისი გთავაზობთ.
- Par le Service d’appui au maintien dans l’emploi des travailleurs handicapés (SAMETH): ინვალიდი მუშაკების სამუშაოზე შენარჩუნების მხარდაჭერის სამსახურის (SAMETH) მიერ.
- SAMETH არის სპეციალური ორგანიზაცია, რომელიც ინვალიდობის მქონე პირებს ეხმარება სამუშაოს შენარჩუნებაში.
თუ იღებდით დახმარებას რომელიმე ამ სამსახურისგან, უნდა მონიშნოთ შესაბამისი ველი. თუ არა, მაშინ ეს ნაწილი უნდა გამოტოვოთ.
Fiche d’aptitude ou d’inaptitude du médecin de santé au travail ou dernière fiche de visite médicale auprès du médecin de santé au travail.
სამუშაო ჯანმრთელობის ექიმის მიერ გაცემული სამუშაო უნარიანობის ან უუნარობის ცნობა ან სამუშაო ჯანმრთელობის ექიმთან ბოლო ვიზიტის ცნობა.
- მაფრთხილებელი გვატყობინებს, რომ თუ თქვენი სამედიცინო მდგომარეობა გავლენას ახდენს თქვენს სამუშაო უნარზე – დამადასტურებელი დოკუმენტის დართვა სავალდებულოა,
Des aménagements ont été réalisés sur votre poste de travail. Préciser lesquels : განხორციელდა თუ არა თქვენს სამუშაო ადგილზე ადაპტაციები (ცვლილებები). დააზუსტეთ რომელი:
- თუ თქვენი სამუშაო ადგილი მორგებულია თქვენს საჭიროებებზე (მაგალითად, სპეციალური სკამი, განათება, ან პროგრამა), მონიშნეთ შესაბამისი ველი და დეტალურად აღწერეთ, რა სახის ცვლილებები განხორციელდა.
შემდეგი გრაფა Vous êtes actuellement en arrêt de travail depuis le : უნდა შეავსოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამჟამად მუშაობთ, მაგრამ დროებით არ იმყოფებით სამსახურში რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო, მაგალითად, ბიულეტენზე ყოფნის გამო. თუ თქვენ უმუშევარი ხართ ან პენსიაზე, ეს ნაწილი თქვენ არ გეხებათ და შეგიძლიათ გამოტოვოთ.
სხვა შემთხვევაში მონიშნეთ ეს გრაფა და გააგრძელეთ ინსტრუქციის მიხედვით:
Vous êtes actuellement en arrêt de travail depuis le : (ამჟამად იმყოფებით ბიულეტენზე ამ დროიდან:)
- აქ უნდა მიუთითოთ თარიღი, როდიდან ხართ სამსახურიდან დროებით დაუსწრებელი. მაგალითად: 15/09/2025.
ახლა რაც შეეხება მიზეზებს. ეს კითხვები გეხებათ იმის მიხედვით, თუ რა ტიპის „არყოფნა“ გაქვთ.
- Arrêt maladie avec indemnités journalières: ბიულეტენზე ყოფნა ყოველდღიური ანაზღაურებით.
- Arrêt maladie sans indemnités journalières: ბიულეტენზე ყოფნა ყოველდღიური ანაზღაურების გარეშე.
- Arrêt suite à un accident du travail ou une maladie professionnelle: ბიულეტენზე ყოფნა სამუშაოზე უბედური შემთხვევის ან პროფესიული დაავადების გამო.
- Congé maternité / congé d’adoption / autres: დეკრეტული ან შვილად აყვანის შვებულება ან სხვა მიზეზები.
თქვენ უნდა მონიშნოთ მხოლოდ ის ვარიანტი, რომელიც თქვენს მდგომარეობას შეესაბამება.
შემდეგი კითხვები ამოწმებს, თუ იყენებდით თუ არა სპეციალურ სამსახურებს თქვენს მდგომარეობასთან დაკავშირებით.
- Avez-vous rencontré un professionnel du service social de votre caisse de retraite ? (შეხვდით თუ არა თქვენი საპენსიო ფონდის სოციალური სამსახურის სპეციალისტს?)
- Avez-vous rencontré le médecin de santé au travail en visite de pré-reprise ? (შეხვდით თუ არა სამუშაო ჯანმრთელობის ექიმს სამსახურში დაბრუნებამდე ვიზიტის ფარგლებში?)
თუ შეხვედრა შედგა, უნდა მონიშნოთ „Oui, le“ (დიახ, თარიღი) და ჩაწეროთ შეხვედრის თარიღი. თუ არ შეხვედრიხართ, უბრალოდ მონიშნეთ „Non“ (არა).
ფუცლის ბოლოს მიუთითეთ NOM: თქვენი გვარი; Prénom – თქვენი გვარი