C: სასკოლო ან სტუდენტური ცხოვრება
ეს ნაწილი უნდა შეავსოთ, თუ თქვენი მოთხოვნა ეხება განათლებას – სასკოლო ან სტუდენტურ ცხოვრებას (“Si votre demande concerne la scolarité ou la vie étudiante”).
ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ ან თქვენი შვილი, ან თქვენს მეურვეობაში მყოფი არასრულწლოვანი პირი, ვისთვისაც ავსებთ ფორმას, ან თავად MDPH მომთხოვნი პირი არის მოსწავლე ან სტუდენტი და სჭირდება/გჭირდებათ დახმარება სკოლაში ან უნივერსიტეტში, მაშინ უნდა გადახვიდეთ ამ ნაწილის შევსებაზე.
- თუ თქვენი მოთხოვნა არ არის დაკავშირებული სწავლასთან, შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს ნაწილი და გადახვიდეთ შემდეგ სექციაზე.
- თუ თქვენი მოთხოვნა ეხება განათლებას, მაშინ გააგრძელეთ ფორმის შევსება ამ სექციის შესაბამისად.

C – Vie scolaire ou étudiante
სასკოლო მდგომარეობა
Si l’enfant est actuellement scolarisé, est-ce : (თუ ბავშვი ამჟამად სკოლაში დადის, არის თუ არა ეს:)
- En milieu ordinaire: ჩვეულებრივ გარემოში (ჩვეულებრივი სკოლა).
- À domicile: სახლში (შინ სწავლება).
- Avec accompagnement par un service de soin ou un établissement médico-social: სამედიცინო-სოციალური დაწესებულების ან მომსახურების თანხლებით.
- En temps partagé entre l’établissement médico-social et le milieu ordinaire ou domicile: დროის გაყოფა სამედიცინო-სოციალურ დაწესებულებასა და ჩვეულებრივ გარემოს ან სახლს შორის.
- En temps partagé entre le service de soin et le milieu ordinaire: დროის გაყოფა სამედიცინო მომსახურებასა და ჩვეულებრივ გარემოს შორის.
- En formation supérieure: უმაღლეს განათლებაში (მაგალითად, უნივერსიტეტში).
- Autre, préciser: სხვა, დააზუსტეთ.
მარჯვენა გრაფა
Au sein de quel(s) établissement(s) ? (რომელ დაწესებულებაში (დაწესებულებებში)?)
- აქ უნდა ჩაწეროთ სკოლის ან სხვა სასწავლებლის დასახელება.
Depuis le: (თარიღი, როდიდან)
- აქ უნდა მიუთითოთ თარიღი, როდიდან სწავლობს ამ დაწესებულებაში.
Si l’enfant est placé en internat, ses frais de séjour sont-ils intégralement pris en charge par l’assurance maladie, l’État ou l’aide sociale ?
(თუ ბავშვი ინტერნატშია მოთავსებული, მისი ცხოვრების ხარჯები მთლიანად დაფინანსებულია ჯანმრთელობის დაზღვევის, სახელმწიფოს ან სოციალური დახმარების მიერ?)
- Oui: დიახ
- Non: არა
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საჭიროა იმისთვის, რომ განისაზღვროს, საჭიროა თუ არა დამატებითი ფინანსური დახმარება ინტერნატში ცხოვრების ხარჯების დასაფარად.
Si l’enfant n’est actuellement pas scolarisé : (თუ ბავშვი ამჟამად არ დადის სკოლაში:)
- Il est trop jeune: ის ძალიან პატარაა.
- À partir de quand sera-t-il scolarisé ? (როდიდან დაიწყებს სკოლაში სიარულს?)
- ცარიელ ველში უნდა მიუთითოთ სავარაუდო თარიღი, როდიდან დაიწყებს ბავშვი სწავლას.
- Il est sans solution d’accueil en établissement scolaire, universitaire ou médico-social: არ აქვს მოწყობის გადაწყვეტილება სასკოლო, საუნივერსიტეტო ან სამედიცინო-სოციალურ დაწესებულებაში.
- Préciser: (დააზუსტეთ)
- თუ ზემოთ მონიშნეთ, რომ ბავშვს არ აქვს მოწყობის გადაწყვეტილება, ამ ველში უნდა დააზუსტოთ მიზეზი ან სიტუაცია.
- Autre, préciser: (სხვა, დააზუსტეთ)
- თუ ბავშვი არ დადის სკოლაში სხვა მიზეზით, რომელიც არ არის ზემოთ ჩამოთვლილი, მონიშნეთ ეს უჯრა და ცარიელ ველში დეტალურად აღწერეთ სიტუაცია.
ახლა გადავდივართ სტუდენტურ ან პროფესიული სწავლის გამოცდილების (“Si vous êtes étudiant ou en apprentissage”) ნაწილზე.
სტუდენტური ან პროფესიული სწავლის გამოცდილება
Si vous êtes étudiant ou en apprentissage : (თუ ხართ სტუდენტი ან გადიხართ პროფესიულ სწავლებას:)
- Type d’études : (სწავლის ტიპი)
- აქ უნდა მიუთითოთ თქვენი სწავლის სახეობა, მაგალითად: “études supérieures” (უმაღლესი განათლება), “formation professionnelle” (პროფესიული განათლება) და ა.შ.
- Diplôme(s) obtenu(s) : (მიღებული დიპლომი(ები))
- ჩამოწერეთ ყველა ის დიპლომი, რომელიც უკვე მიღებული გაქვთ.
- Diplôme(s) préparé(s) : (დიპლომი(ები), რომელსაც ამჟამად ამზადებთ)
- მიუთითეთ იმ დიპლომის სახელი, რომელზეც ახლა სწავლობთ.
დაწესებულების დეტალები
- Nom de l’établissement : (დაწესებულების სახელი)
- მიუთითეთ იმ საგანმანათლებლო დაწესებულების სრული სახელი, სადაც სწავლობთ.
- Rue : (ქუჩა)
- ჩაწერეთ დაწესებულების ქუჩის მისამართი.
- Ville : (ქალაქი)
- ჩაწერეთ ქალაქის სახელი.
- Depuis le : (თარიღი, როდიდან)
- მიუთითეთ თარიღი, როდიდან სწავლობთ ამ დაწესებულებაში (დღე/თვე/წელი).
ფუცლის ბოლოს მიუთითეთ NOM: თქვენი გვარი; Prénom – თქვენი გვარი