როგორ შევავსოთ MDPH განაცხადი
თუ საფრანგეთში ცხოვრობთ და თქვენს ოჯახში არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ან თავად გჭირდებათ დახმარება ამ მიმართულებით, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა. გთავაზობთ დეტალურ სახელმძღვანელოს იმის შესახებ, თუ რა არის MDPH (Maison Départementale pour les Personnes Handicapées) და როგორ მუშაობს ეს უმნიშვნელოვანესი ორგანიზაცია.
სანამ შევსების ფორმაზე გადახვალთ გირჩევთ გულდასმით თემას: ყველაფერი MDPH-ის შესახებ

DEMANDE À LA MDPH – მოთხოვნა, ხდება cerfa 15692 01 შევსებული ფორმით.
cerfa 15692 01 დოკუმენტი შეგიძლიათ გადმოტვირთოთ:
გადმოტვირთული ფაილი, გამოსადეგია ონლაინ შესავსებათ, ასევე შეგიძლიათ ამობეჭდოთ და მიიტანოთ თქვენი რეგიონის MDPH განყოფილებაში.
MDPH პროცესი არ/ვერ დაიწყება, სანამ ორგანიზაცია არ მიიღებს cerfa 15692 01 განაცხადს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისგან ან მისი კანონიერი წარმომადგენლისგან. პირველი განაცხადი წარდგენილია ნებისმიერ დროს, როცა პირი ამას ისურვებს და მას, როგორც წესი, ეწოდება dossier MDPH (MDPH დოსიე). პირველი განაცხადის წარდგენისას, განმცხადებელმა დოსიეში უნდა შეიტანოს სავალდებულო დოკუმენტები, როგორიცაა დადგენილი ფორმის განაცხადი (formulaire de demande), სამედიცინო ცნობა (certificat médical), პირადობის დამადასტურებელი საბუთი (justificatif d’identité), საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი (justificatif de domicile). დოსიეში ასევე შეიძლება იყოს დამატებითი დოკუმენტები, მაგალითად, projet de vie.
«Le projet de vie» საშუალებას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს გამოხატოს თავისი საჭიროებები, მოლოდინები და სურვილები ცხოვრებაში. ასეთი ცხოვრებისეული გეგმა ეხმარება MDPH-ის გუნდს, რომელიც პასუხისმგებელია MDPH დოსიეს შეფასებაზე, უკეთ გაიგოს პირის საჭიროებები.
დოკუმენტი ჯამში 20 გვერდია და შედგება რამდენიმე განყოფილებისგან:
A – Votre identité
(თქვენი პირადი მონაცემები)
- A1 – Coordonnées du demandeur: განმცხადებლის საკონტაქტო მონაცემები (თუ თქვენთვის აკეთებთ).
- A2 – Coordonnées du représentant légal ou de l’aidant familial: კანონიერი წარმომადგენლის ან ოჯახის დამხმარის საკონტაქტო მონაცემები (თუ განაცხადი არასრულწლოვანზე ან სხვა პირზე კეთდება).
- A3 – Vos coordonnées de correspondance: თქვენი საკონტაქტო მონაცემები.
- A4 – Votre situation administrative: თქვენი ადმინისტრაციული მდგომარეობა (მაგალითად, ხართ თუ არა სოციალური დაზღვევის სისტემის წევრი).
- A5 – Situation d’urgence: სასწრაფო სიტუაცია (თუ თქვენი მდგომარეობა დაუყოვნებელ განხილვას საჭიროებს).
B – Votre vie quotidienne
(თქვენი ყოველდღიური ცხოვრება)
- B1 – Votre logement et votre situation familiale: თქვენი საცხოვრებელი ადგილი და ოჯახური მდგომარეობა.
- B2 – Vos difficultés dans les actes de la vie quotidienne: სირთულეები ყოველდღიურ ცხოვრებაში (მაგალითად, გადაადგილება, კვება, ჰიგიენა და ა.შ.).
- B3 – Vos besoins d’aides humaines et techniques: ადამიანისა და ტექნიკური დახმარების საჭიროება.
- B4 – Votre vie sociale: თქვენი სოციალური ცხოვრება.
C – Vie scolaire ou étudiante
(სასკოლო ან სტუდენტური ცხოვრება)
- C1 – Votre scolarité ou vos études: თქვენი სასკოლო განათლება ან უმაღლესი განათლება.
- C2 – Les difficultés rencontrées dans le cadre de votre scolarité/vos études: სირთულეები სასკოლო ან სტუდენტურ ცხოვრებაში.
- C3 – Vos besoins liés à la scolarisation: თქვენი საჭიროებები სწავლასთან დაკავშირებით.
D – Votre situation professionnelle
(თქვენი პროფესიული მდგომარეობა)
- D1 – Votre situation professionnelle actuelle: თქვენი ამჟამინდელი პროფესიული მდგომარეობა.
- D2 – Les difficultés rencontrées dans votre travail: სირთულეები სამსახურში.
- D3 – Votre parcours professionnel: თქვენი პროფესიული გზა.
- D4 – Vos besoins liés à l’emploi et à la formation: თქვენი საჭიროებები დასაქმებასა და განათლებასთან დაკავშირებით.
- D5 – Votre projet professionnel: თქვენი პროფესიული გეგმა (თუ გაქვთ).
E – Expression des demandes de droits et prestations
(უფლებებისა და დახმარების მოთხოვნები)
- E1 – Vos demandes de cartes et de prestations financières: თქვენი მოთხოვნები ბარათებისა და ფინანსური დახმარებების შესახებ.
- E2 – Votre demande de reconnaissance de la qualité de travailleur handicapé (RQTH): დასაქმებისთვის ინვალიდის სტატუსის აღიარების მოთხოვნა.
- E3 – Vos demandes liées à la scolarisation: მოთხოვნები სწავლასთან დაკავშირებით.
- E4 – Vos demandes liées à l’emploi et à la formation: მოთხოვნები დასაქმებასთან და განათლებასთან დაკავშირებით.
F – Vie de votre aidant familial
(თქვენი ოჯახის დამხმარის ცხოვრება)
- F1 – Identification de l’aidant familial: ოჯახის დამხმარის იდენტიფიკაცია.
- F2 – Vos attentes en tant qu’aidant familial: თქვენი მოლოდინები, როგორც ოჯახის დამხმარის (თუ თქვენ ეხმარებით პირს, ვისთვისაც კეთდება განაცხადი).
თუ განაცხადი 18 წელზე ნაკლები ასაკის პირს ეხება, განაცხადს ავსებს მშობელი ან მეურვე.
ჩვენი დაგეხმარებით ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ თითოეულ გრაფას და გაგიმარტივოთ მისი შევსებაში