საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, ირაკლი ყურაშვილმა ლევილის ქართველთა სასაფლაო და მამული მოინახულა

2025 წლის 15 სექტემბერს,საქართველოს ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, ირაკლი ყურაშვილმა ლევილის ქართველთა სასაფლაო და ლევილის ქართველთა მამული მოინახულა.

საქართველოს ელჩმა პატივი მიაგო ემიგრაციაში წასული პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების ხსოვნას და გვირგვინით შეამკო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიასა და საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის საფლავები.

საქართველოს ელჩმა ლევილის მამულში შეხვედრა გამართა ლევილის მერთან, ერიკ ბრევთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო მამულში მიმდინარე სამუშაოებსა და სამომავლო პროექტებს.

გააზიარე !
Shares
Scroll to Top