ახალი პლატფორმა ქართველი ემიგრანტებისთვის
საფრანგეთში ოფიციალურად დაარსდა ქართული ასოციაცია Kartuli.fr, რომლის მიზანია ქართველ ემიგრანტთა მხარდაჭერა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია ევროპაში.
2025 წლის ივლისში საფრანგეთის რესპუბლიკის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა ცნობა ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ.
მიზნები და მისია

ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნება და პოპულარიზაცია საფრანგეთში;
კულტურულ, საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებში მონაწილეობა;
ქართული ეროვნული დღესასწაულებისა და ღონისძიებების ორგანიზება;
საქართველოს ცნობადობის ამაღლება საფრანგეთში;
საფრანგეთში მცხოვრები ქართველების ინტეგრაციის მხარდაჭერა — ინფორმაციის, დახმარებისა და დაკავშირების გზით;
თანამშრომლობის გაღრმავება დიასპორულ და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;
მიგრანტების უფლებების დაცვა და მათი წარმომადგენლობა სახელმწიფო თუ არასამთავრობო სტრუქტურებთან;
პარიზში და სხვა ქალაქებში ახალჩამოსულთათვის უფასო კულტურული ვიზიტების ორგანიზება;
გაცვლითი პროგრამების წახალისება საქართველოსა და საფრანგეთს შორის ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის;
თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა, მიგრანტების ინფორმირება და თაღლითობის მსხვერპლთა მხარდაჭერა.
ასოციაციის დამფუძნებლები — სოფიო ბასილაშვილი, ირაკლი თაბაგარი და ნათია გელდიაშვილი — აღნიშნავენ:
„Kartuli.fr არის პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს დიასპორას, დაუჭერს მხარს, ვისაც სჭირდება დახმარება და ამავდროულად პოპულარიზაციას გაუწევს ჩვენი ქვეყნის უნიკალურ კულტურას საფრანგეთში.“