
პირველი ნაბიჯები თავშესაფრის მაძიებლისთვის
საფრანგეთი უკვე ათწლეულებია ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილია ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დევნისგან, ომისგან ან არაადამიანური მოპყრობისგან თავის დაღწევას ცდილობენ. ქვეყანა, როგორც ჟენევის კონვენციის ხელმომწერი, ვალდებულია დაიცვას ისინი, ვინც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დაცვას იმსახურებს.
თუმცა, თავშესაფრის პროცედურა არც მარტივია და არც სწრაფი. ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ, როგორ მუშაობს სისტემა და რა ნაბიჯები გელით საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ.
თავშესაფრის მიზეზები და დაცვის ფორმები
საფრანგეთი თავშესაფარს გასცემს ჟენევის კონვენციის პრინციპების მიხედვით. არსებობს დაცვის ორი ძირითადი ფორმა:
- ლტოლვილის სტატუსი (Statut de réfugié): ეს სტატუსი ენიჭება იმ პირს, რომელსაც აქვს სერიოზული და გამართლებული შიში დევნის წინაშე ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა: რასა, რელიგია, ეროვნება, პოლიტიკური შეხედულებები ან კონკრეტული სოციალური ჯგუფი (მაგალითად, LGBTQ+ საზოგადოება).
- დამხმარე დაცვა (Protection subsidiaire): ეს სტატუსი ენიჭებათ მათ, ვინც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის კრიტერიუმებს, მაგრამ მაინც დგას სერიოზული საფრთხის წინაშე, მაგალითად: შეიარაღებული კონფლიქტი, წამების ან სიკვდილით დასჯის რისკი.
პირველი და უმთავრესი წესი
არ ენდოთ არავის, ვინც ფულის სანაცვლოდ გპირდებათ დახმარებას. ეს ყოველთვის თაღლითობაა. ერთადერთი ოფიციალური გზა არის სახელმწიფოსა და აღიარებული ორგანიზაციების მეშვეობით.
პირველი ნაბიჯები ჩამოსვლისას
- იპოვეთ SPADA – ქალაქში, სადაც ხართ, მიმართეთ SPADA-ს (Forum réfugiés, Coallia და სხვ. რეგიონების მიხედვით სახელები განსხვავდება). ისინი თქვენი პირველი საკონტაქტო წერტილია. მისამართები და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
- SPADA-ს მისამართები და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
- შეიძინეთ ნომერი – ტელეფონის ნომერი აუცილებელია, რადგან ყველა ოფიციალური კომუნიკაცია თქვენზე მიბმული იქნება. რელევანტურია Réglo Mobile ბარათი (დაახლოებით 15 ევრო) ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტია.
- პარიზის რეგიონში – პროცესი ოდნავ განსხვავებულია: საჭიროა დარეკოთ და შეხვედრა ტელეფონით ჩანიშნოთ.
sPADA ორგანიზაციების მისამართები და მათი ადგილობრივი დასახელება შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:
შეხვედრა პრეფექტურაში (GUDA)
SPADA-ს შემდეგ გაგგზავნიან GUDA-ში, რომელიც როგორც წესი მდებარეობს პრეფექტურაში.
- ავსებთ მარტივ ფორმულარს და მოკლედ ყვებით ისტორიას;
- იღებენ თითის ანაბეჭდებს (რითაც მოწმდება, ხართ თუ არა უკვე დარეგისტრირებული სხვა ქვეყანაში „დუბლინის რეგლამენტის“ მიხედვით);
- გიცნობენ თვენს უფლებებს და გადმოგცემენ OFII-ს, იგივე ADA ბარათს, სადაც დაირიცხება ფინანსური დახმარება. თანხა ოჯახში წევრთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. ჩარიცხვა იწყება 45 დღიდან, უფრო ზუსტად 45 დღის გასვლის შემდგომ თვის 5 ან 15 რიცხვში, ხშირია დაგვიანების ფაქტებიც, ამიტომ აჯობებს მიმართოთ SPADA-ს სოციალურ ასისტენტს
პრეფექტურის ,მდებარეობა მისამართები შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:
OFPRA და დოსიე
ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი იწყება აქედან:
- SPADA-ში გიქმნიან OFPRA-ს ციფრულ სივრცეს, გაძლევენ მისამართს და გინიშნავენ მეორე შეხვედრას.
- გაქვთ 21 დღე, რომ მოამზადოთ და OFPRA-ში გაგზავნოთ თქვენი დოსიე (ისტორია).
- დოსიე უნდა იყოს ფრანგულ ენაზე და მკაფიოდ პასუხობდეს მთავარ კითხვებს:
- რის საფუძველზე ითხოვთ თავშესაფარს?
- რა გემუქრებათ პირადად თქვენ დღეს?
- რით ამტკიცებთ?
- ვის მიმართეთ დასაცავად?
- როგორ გადაურჩით?
- როგორ ჩამოხვედით საფრანგეთში?
- რა გელით დაბრუნების შემთხვევაში?
📌 რჩევა: დოსიეს შედგენას მაქსიმალურად სერიოზულად მიუდექით. ეკონომიკური მოტივები არ უნდა ჩანდეს. მხოლოდ დევნა, საფრთხე და დამადასტურებელი ფაქტები.
ასევე გაეცანით:
ოფპრას მისამართი და მდებარეობა იხილეთ რუკაზე
მნიშვნელოვანია
OFPRA ნაკლებად ითვალისწინებს „ოდესღაც“ მომხდარ მოვლენებს. ისტორიაში ხაზი გაუსვით წამოსვლის წინ მომხდარს, რის გამოც მოგიწიათ ქვეყნის დაოვება და იძულებული ხართ თავშესაფარი ითხოვოთ საფრანგეთში.
ინტერვიუ OFPRA-ში
Ofpra განიხილავს თითოეულ საქმეს ინდივიდუალურად. ინტერვიუ არის კრიტიკული ეტაპი.ინტერვიუ მიმდინარეობს მშობლიურ ენაზე და თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება თარჯიმნის მომსახურება.
მზად იყავით დეტალური კითხვებისთვის:
- მოკლე ბიოგრაფია;
- დევნის ისტორია, თარიღები, ადგილები;
- რა მარშრუტით მოხვდით საფრანგეთში და რა რატომ აირჩიეთ საფრანგეთი;
- რატომ გეშინიათ დაბრუნებისმ რა გელით დაბრუნების შემთვევაში.
პასუხები უნდა იყოს თანმიმდევრული და სასურველია დოკუმენტებით გამყარებული.
ჯანმრთელობა და სამედიცინო დახმარება
საფრანგეთში ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა ყველა მოქალაქისთვის არის შესაძლებელი.
- MALADIE პროცესი: GUDA-ში თითის ანაბეჭდების აღებისას, უნდა განაცხადოთ, რომ სამედიცინო დახმარება გესაჭიროებათ. ეს არის ცალკეული, პარალელური პროცესი, რომელსაც MALADIE ეწოდება და არ ანაცვლებს OFPRA-ს პროცედურებს. შესაძლებელია OFPRA-სგან უარყოფითი პასუხი მიიღოთ, ხოლო MALADIE-სგან — დადებითი.
- როგორც წესი, სამედიცინო დაზღვევა ჩაბარებიდან 3 თვის შემდგომ მოდის, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებამ ამისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საავადმყოფოს, სადაც მოძებნით PASS განყოფილებას, PASS სოციალური ასისტენტები გაგიკეთებენ დროებით დაზღვევას, რითაც მოგეცემათ შესაძლებლობა ისარგებლოთ სამედიცინო დახმარებით უფასოდ.
- იმ შემთხვევაში, თუკი პრეფექტურაში მოთხოვნილი გაქვთ ან აპირებთ MALADIE განხრით საქმის წაყვანას, სწორედ ამ მკურნალ ექიმს უნდა შეავსებინოთ ის დოკუმენტები, რომელსაც პრეფექტურიდან გამოგატანენ შესავსებათ და გააგზავნოთ აღნიშნული შევსებული დოკუმენტები,
- ექიმის დასვნის საფუძველზე, თუკი ჩათვლის, რომ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არ საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარებას – თავშესაფრის მაძიებელს მოუწევს დაელოდოს დაზღვევას, სასწრაფო სამედიცინო ჩარევის საჭიროების შემთხვევაში – მკურნალობა იწყება დაუყოვნებლივ.
დასკვნა
საფრანგეთში თავშესაფრის მიღება გრძელვადიანი და რთული პროცესია, მაგრამ მკაფიო წესებით მოქმედებს. მთავარი წესები ასეთია:
- მიჰყევით მხოლოდ ოფიციალურ გზას;
- მაქსიმალურად ეცადეთ ისტორია დაადასტუროთ დოკუმენტურად;
- ყურადღებით მოამზადეთ თქვენი დოსიე;
- საბუთები: აუცილებლად იქონიეთ ყველა დოკუმენტი თარგმნილი და დამოწმებული (აპოსტილი). ასევე, არ დაგავიწყდეთ ბავშვების აცრის ფურცლები.
- საცხოვრებელი: დაბინავების საკითხი ინდივიდუალურია და მასზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ნუ დაიჯერებთ, რომ ბავშვიან ან შშმ პირებს რაიმე პრეროგატივა აქვთ.
გამორიცხეთ ეკონომიკურ მიზეზები: თავშესაფარი არ გაიცემა მხოლოდ ეკონომიკური სირთულეების, ცუდი სოციალური პირობების ან ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ეს დაცვის მექანიზმია და არა არა მიგრაციის სწრაფი გზა.
ასევე დაგაინტერესებთ:
კატეგორიის სხვა სიახლეები