თავშესაფრის მაძიებლის ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს ორგანიზაცია OFII, რომელიც პირველი ვიზიტისას გასცემს ADA ბარათს.

OFPRA-დან პოზიტივის მიღების შემდეგ თქვენ აღარ ითვლებით „თავშესაფრის მაძიებლად“. გეცვლებათ სტატუსი, იქნება ეს ლტოლვილი თუ სუბსიდირებული დაცვის ქვეშ მყოფი. თქვენი ფინანსური დახმარება 2-3 თვეში წყდება და გადადის CAF პრივილეგიაში.

ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, რომ CAF-ში რეგისტრაცია შესაძლებელია ჩაბარებისთანავე, შესაბამისად, შესაძლებელია მიიღოთ დაგროვილი თანხა პოზიტივის მიღების შემდეგ. ხშირია ინფორმირება, რომ ეს შეუძლებელია და რეგისტრაცია არ გვეკუთვნის 13-ნიშნა Numéro de sécurité sociale-ის გარეშე.

ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გამონაკლისად შეიძლება აღინიშნოს ზოგიერთი რეგიონში მყოფი სოციალური მუშაკი, რომლებიც ახდენენ რეგისტრაციას და ეს მხოლოდ მათ კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

სტატიაში ვეცდებით დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია და ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი, თუ როგორ გავაკეთოთ რეგისტრაცია სოციალური ასისტენტების თუ CAF-ის თანამშრომლების მიერ უარის შემთხვევაში.

მაშ ასე, დავიწყოთ მოკლე მიმოხილვით:


ეს არის ორგანიზაცია, რომელიც საფრანგეთში პასუხისმგებელია სოციალური დახმარებების გაცემაზე. ეს დახმარებები მიზნად ისახავს ოჯახების მხარდაჭერას მათი ცხოვრებისეული სიტუაციიდან გამომდინარე.

რა არის ოჯახური შემწეობების ფონდი (CAF)?

  • ოჯახური შემწეობების ფონდი ადამიანებს უხდის ფინანსურ დახმარებას, რომელსაც ეწოდება შემწეობები (prestations), მათი ცხოვრების ყოველ ეტაპზე. გადახდის პირობები (conditions de versement) განისაზღვრება საფრანგეთის ადმინისტრაციის მიერ.
  • CAF-ისგან დახმარების მისაღებად, თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ გარკვეულ კრიტერიუმებს, რომლებიც ეხებათ შემოსავალს და თქვენს მდგომარეობას (ოჯახურს, პროფესიულს, გეოგრაფიულს). თითოეულ შემწეობას აქვს დარიცხვის საკუთარი სპეციფიკა. CAF-ის შემწეობები საფრანგეთში გაიცემა ყოველთვიურად, არ იბეგრება და არ შეიტანება საგადასახადო დეკლარაციაში.
  • შემწეობის სავარაუდო ოდენობის გამოსათვლელად და იმის გასარკვევად, თუ რომელი შემწეობების მიღების უფლება გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ CAF-ის კალკულატორი (simulateur CAF) ან საიტი Mes Allocs.

ეს არის ყველაზე გავრცელებული დახმარების საბაზისო განაკვეთი საფრანგეთში. დახმარების ოდენობა იცვლება მთელი რიგი ფაქტორების, ტერიტორიისა და ოჯახის შემადგენლობის მიხედვით.

  • RSA-ს ოდენობა 2025 წლის 1 იანვრიდან – 635.70 €

დახმარების მიღების უფლება: იმისათვის, რომ მიიღოთ RSA-ს გადახდები, უნდა აკმაყოფილებდეთ რამდენიმე პირობას:

  • უნდა იყოთ არანაკლებ 25 წლის;
  • კანონიერად და მუდმივად ცხოვრობდეთ საფრანგეთში;
  • გქონდეთ დაბალი შემოსავლის დონე;
  • კვირაში არანაკლებ 15 საათი დაუთმოთ ინტეგრაციის ღონისძიებებს.

ბოლო პუნქტი ძალაში შევიდა 2015 წლის 1 იანვრიდან და ყველა ბენეფიციარი (მიმღები) ვალდებულია, კვირაში არანაკლებ 15 საათი დაუთმოს საზოგადოებრივ სამუშაოებს ან ინტეგრაციის ღონისძიებებს France Travail-ის (ყოფილი Pôle Emploi) კონტროლის ქვეშ.

ინტეგრაციის ღონისძიებებში შედის:

  • სამუშაოს აქტიური ძიება;
  • პროფესიულ სწავლებაში მონაწილეობა;
  • რეგულარული შეხვედრები France Travail-ის რეფერენტებთან;
  • სხვა აქტივობები, რომლებიც შემოთავაზებულია France Travail-ის მიერ.

ცვლილებების მიზანია დახმარების მიმღებთა დაჩქარებული პროფესიული რეინტეგრაცია.


RSA-ს გაანგარიშების ფორმულა გამარტივებული სახით: RSA = განაკვეთი (RSA) – (შემოსავლები + საცხოვრებლის დახმარება)

RSA-ს ოდენობა წყვილისთვის ოჯახში მცხოვრები ბავშვების რაოდენობის მიხედვით:

  • 0 (წყვილი ბავშვების გარეშე) – 953.56 €
  • 1 (წყვილი ერთი ბავშვით) – 1,144.27 €
  • 2 (წყვილი ორი ბავშვით) – 1,334.98 €
  • 3 (წყვილი სამი ბავშვით) – 1,589.26 €
  • ყოველ დამატებით ბავშვზე – +254.28 €

RSA-ს ოდენობა მარტოხელა მშობლებისთვის:

  • 1 (მშობელი ერთი ბავშვით) – 1,088.43 €
  • 2 (მშობელი ორი ბავშვით) – 1,360.54 €
  • 3 (მშობელი სამი ბავშვით) – 1,632.64 €
  • ყოველ დამატებით ბავშვზე – 272.10 €

მარტოხელა მშობლად ითვლება ორსული ქალი ან ნებისმიერი სქესის ადამიანი, რომელსაც ჰყავს 1 ან მეტი შვილი (ან დამოკიდებული პირი) მეურვეობის ქვეშ და მარტოა ცხოვრებისეული მოვლენის შედეგად. მაგალითად, მეუღლის, პარტნიორის გარდაცვალების ან განქორწინების შემთხვევაში.

თუ ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, შეგიძლიათ მიიღოთ დანამატი RSA-ს თანხის გასაზრდელად. დანამატის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მოვლენის თარიღზე. მარტოხელა მშობლის სტატუსის მისაღებად მოვლენის შესახებ უნდა აცნობოთ CAF – Centre d’Allocation Familiale-ს.

რეგისრაცია მოიცავს 4 ეტაპს, არ არის სავალდებულო დეტალურად შეავსოთ ყველაფერი, მაგალითად რეგისტრაციისას მოთხოვნილი RIB (საბანკო არგანიში), გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ პირველადი რეგისტრაციაა, სადაც ფიქსირდება თქვენი რეგისტრაცია, პოზიტივის მიღების შემდეგ ამ რეგისტრაციის ბაზაზე მოხდება თქვენი რე-რეგისტრაცია, სადაც ჩაიწერება უკვე მონიჭებული სოციალური ნომერი (Numéro de sécurité sociale) , ასევე მოხდება თქვენი მონაცემების განახლება და რაც ყველაზე მთავარია: თანხის დათვლა მოხდება სწორედ თქვენი რეგისტრაციის მომენტიდან.

რეგისტრაციის გარეშე თანხა არსად არ გროვდება და ე.წ „დაგროვილი თანხის“ აღება შეუძლებელია!

პირველ რიგში გადადიხართ სარეგისტრაციო გვერდზე


პირველი საფეხური გახლავთ État civil

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ თქვენ ჯერ არ გექნებათ Numéro de sécurité sociale (facultatif) და რომლის უქონლობაც კაფში რეგისტრაციის უარის მიზეზი ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია მონიშნოთ ფოტოზე მითითებული, თქვენ ამით უთითებთ რომ არ გაქვთ სოციალური დაზღვევის ნომერი და ამით გეხსნებათ გზა გააგრძელოთ რეგისტრაცია.

ამ მონიშვნის შემდეგ დააჭირეთ მარჯვნივ ღილაკს

Continuer

გადადიხართ შემდეგ საფეხურზე, სადაც ავსებთ თქვენს მონაცემებს:

Civilité – თქვენი სქესი: Madame (მდ) ან Monsieur (მამრ)

Nom de naissance – მიუთითეთ თქვენი გვარი

Nom d’usage (facultatif) – თუ თქვენ ატარებთ თქვენს ოფიციალურ გვარს ეს ველი შეგიძლიათ გამოტოვოთ,თუ ავსებთ ქალბატონი, რომელმაც შეიცვალა ქალიშვილობის გვარი და აქვს სხვა – ჩაწერეთ მიმდინარე გვარი.

Prénom(s) – ჩაწერეთ თქვენი სახელი

Date de naissance – ჩაწერეთ თქვენი დაბადების თარიღი.

შემდეგი ველი Vous êtes né(e) en France métropolitaine, en département ou collectivités d’Outre-mer? – მიუთითეთ NON (რადგან თქვენ არ ხართ დაბადებული საფრანგეთში)

ამის შემდეგ ჩამოიშლება შემდეგი ფანჯარა

Pays de naissance – იწერება წარმომავლობის ქვეყანამ ჩვენს შემთხვევაში GEORGIE

Ville de naissanc – გრაფაში მიუთითეთ დაბადების ქალაქი.

Identité de mes parents – გრაფა გახლავთ მშობლების გრაფა

Nom de naissance du parent 1 – დედის გვარი

Prénom du parent 1 – დედის სახელი

Nom de naissance du parent 2 – მამის გვარი

Prénom du parent 2 – მამის სახელი

შემდეგ დააჭირეთ მარჯვნივ ღილაკს

Continuer

Je réside / j’étudie en France – იუთითეთ ღილაკი oui

Lieu de résidence (mon code postal actuel) – მიუთითეთ ტქვენი საფონსტო ინდექსი, ეს აუცილებლად იქნება მითითებული SPADA თუ წითელი ჯვრის არ აქვს მნიშნელობა – მისამართის, თუნდაც დრობითის ადგილას.

Vérification de sécurité -გრაფაში ჩაწერეთ მის ქვემოთ ფოტოზე მითითებული კოდი ლათინური ასოებითა და ციფრების კომბინაციით

გასაგრძელებლად დააჭირეთ მარჯვნივ ღილაკს

Continuer

შემდეგ გამოტანილ ფანჯარაში მიჰყევით ფოტოზე მითითებულ ნაბიჯების რიგითობას:

  1. რადგან თქვენ არ გაქვთ საფრანგეთის პირადობის დამადასტურებელი საბუთიმ უნდა მიუთითოთ ბმულს Je ne dispose pas d’une pièce d’identite française
  2. დააჭირეთ მარჯვნივ ღილაკს Continuer
  3. ზევით გამოიტანს პატარა ფანჯარას, სადაც დააკლიკეთ Continuer
Continuer

მეორე ეტაპი COORDONNÉE

არ არის მხოლოდ ორი გრაფა შესავსები, სადაც უნდა ჩაწეროთ თქვენი მოქმედი ელ.ფოსტა, რომელზეც გაქვთ წვდომა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩაწერეთ ორივე გრაფაში ერთი და იგივე ელ.ფოსტის მისამართი.

პ.ს: შეუძლებელია დაკოპირება და ჩასმა, უნდა აკრიფოთ ხელით

გასაგრძელებლად დააჭირეთ მარჯვნივ ღილაკს

Envoyer le code

წინა ნაბიჯზე მითითებულ ელ ფოსტაზე მოგივათ კოდი, რომელიც უნდა ჩაწეროთ – Code de vérification reçu par mail გრაფაში

გადაგრძელებლად დააჟირეთ მრჯვნივ ღილაკს

Valider

თქვენ გადახვედით მესამე განყოფილებაზე MOT DE PASSE

აქ არის ორი გრაფა, სადაც უნდა შექმნათ თქვენი ანგარიშის პაროლი

პაროლი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პარამეტრებს და შეიცავდეს

  • 10-დან 64 სიმბოლომდე
  • 1 ციფრი
  • 1 პატარა ასო
  • 1 დიდი ასო

უნდა იყოს მხოლოდ ციფრები და ასოები

გასაგრძელებლად დააჭირეთ მარჯვნივ ღილაკს

Continuer

დააკვირდით, ამოიწერეთ და დაიმახსოვრეთ Votre identifiant მითითებული ნომერი, რომელიც იწყება P და არის ციფრები. ეს წიფრები არის თქვენი მომხმარებლის სახელი, ჩაიწერეთ დაიმახსოვრეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს გახლავთ ბოლო ეტაპი, სადაც უნდა გადაამოწმოთ თქვენს მიერ მითითებული ინფორმაცია

დასასრულებლად დააკლიკეთ მარკვენა მხარეს ღილაკს:

Se Connecter

გილოცავთ! თქვენი ანგარიში შექმნილია!

Se connecter ბმულზე გადასვლის შემდეგ საჭიროა შეხვიდეთ თვენს პირად ანგარიშზე

აქ შესასვლელად მოითხოვს ისევ 13 ნიშნა Numéro de sécurité sociale, რომელიც თქვენ არ გაქვთ, ამიტომ დააკლიკეთ ფოტოზე წითლად მონიშნულ ბმულს Je n’ai pas de numéro de sécurité sociale (მე არ მაქვს სოციალური დაზღვევის ნომერი)

როდესაც მიუთითებთ Je n’ai pas de numéro de sécurité sociale სისტემა გადაგამისამართებთ სხვა გვერდზე

Identifiant provisoire – ჩაწერეთ თქვენი სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც მითითებულია ნაბიჯი 9, ლათინური P გარეშე, რადგან ეს სისტემურად უკვე მითითებულია.

Mot de passe – ჩაწერეთ თქვენს მიერ მითითებული პაროლი (ნაბიჯი 8)

სისტემაში შესასვლელად დააკლიკეთ ლურჯად მონიშნულ ღილაკს

Se Connecter

თქვენს პირად სივრცეში შეგიძლიათ შეავსოთ დანარჩენი ინფორმაცია: მონაცემები ოჯახის წევრებზე, თქვენი RIB, შვილები და ა.შ.

თუმცა ამის აუცილებლობა არ არის, რადგან პოზიტივის მიღების შემდეგ მოხდება თქვენი ხელახალი რეგისტრაცია, სადაც თავიდან მოხდება თქვენი მონაცემების შეყვანა, მთავარია რეგისტრაცია, როგორც ასეთი უკვე გაქვთ და თანხის დაგროვება მოხდება რეგისტრაციის მომენტიდან

გულდასმით შეინახეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი, ეს ერთადერთი დამადასტურებელი საბუთია, რომ კონკრეტულ თარიღზე გაქვთ რეგისტრაცია გაკეთებული.

შედით ვებ გვერდზე

wWW.CAF.FR

ზედა მარჯვენა მხარეს დააკლიკეთ mon Compte

დააკლიკეთ

Se Connecter

ამის შემდეგ გაიარეთ იგივე პროცედურა, რომელიც აღწერილია ნაბიჯ 11-ში

გააზიარე !
Shares
Scroll to Top