
ქართველი კომპოზიტორი ქეთი ჩხაიძე არაერთხელ მოხვდა საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში არა მუსიკალური ნამუშევრებით, არამედ სკანდალებით, დაპირისპირებებითა და საჯარო ბრალდებებით. მისი სახელი ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე გაჟღერდა უარყოფით კონტექსტში – ჯერ დუეტ ლეონთან დაპირისპირებისას, შემდეგ მწერალ დიკა სალაყაიასთან, ხოლო ახლა უკვე – სოფიო ბასილაშვილთან, ჟურნალისტთან. ⸻
საიდან დაიწყო დაპირისპირება სოფიო ბასილაშვილთან
როგორც სოფიო ბასილაშვილი აცხადებს, მას სურდა ქეთი ჩხაიძესთან თანამშრომლობა და სურვილი გამოთქვა სიმღერის შეკვეთის შესახებ. მათ შორის მიმოწერა შედგა, სადაც ბასილაშვილმა აღნიშნა, რომ სიმღერას აუცილებლად შეუკვეთავდა. თუმცა, ქეთი ჩხაიძემ უკვე ორი დღის შემდეგ თავისი ინიციატივით გამოგზავნა მისამღერი.
„2024წლის 27 თებერვალი იყო ტექსტი მართლაც ემოციური იყო.. დაკავშირებული ჩემი გარდაცვლილი დედასთან. უბრალოდ ვერ ვუთხარი უარი და მხოლოდ ვუთხარი, რომ 8 მარტის შემდეგ დავუკავშირდებოდი და ვაცნობებდი თანხის გადარიცხვის დეტალებს,“ – აცხადებს ბასილაშვილი.
თუმცა, ამ დროის ლოდინი კომპოზიტორს ზედმეტად გაუგრძელდა – რამდენიმე დღეში თავის სოციალურ ქსელში დაწერა საჯარო პოსტი შემდეგი შინაარსით: 9მარტს „სიმღერებს მაწერიებენ და თანხას არ მიხდიან.“
ბასილაშვილს ეჭვი ჰქონდა – პოსტი სწორედ მას ეხებოდა. როდესაც პირდაპირ ჰკითხა ქეთი ჩხაიძეს, მან დაადასტურა, რომ პოსტი მას ეხებოდა, ბასილაშვილმა უთხრა რომ ასეთი კომპოზოტორის სიმღერა არ სჭირდებოდა და გაუუქმა, პასუხად კი მიიღო მუქარა: „ან 2000 ლარს გადამიხდი, ან საქვეყნოდ გათრევ. არ იცი, დუეტ ლეონს რას გავუკეთეო.“
⸻
სამართლებრივი დავა და სასამართლოს გადაწყვეტილება
როგორც ირკვევა, ქეთი ჩხაიძეს უკვე ჰქონდა ერთი სამართლებრივი პროცესი, რომელიც მან წააგო. სასამართლომ მას დაავალა ცილისწამებლური შინაარსის ლაივის წაშლა, რაც დღემდე არ შესრულებულა. მეტიც – დაზარალებულის თქმით, კომპოზიტორი კვლავ აგრძელებს ცილისწამებებსა და საზოგადოებრივი რეპუტაციის შელახვის მცდელობებს. ბასილაშვილის მიმართ მან უკვე არაერთხელ გააჟღერა ბრალდება თაღლითობაში, რაც თავად დაზარალებულის მტკიცებით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. რომ ის ვერასოდეს დაამტკიცებს ბასილაშვილის თაღლითურ ქმედებებს.
მედიაპლატფორმა kartuli.fr რეაგირებს
სოფიო ბასილაშვილმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსიროს და მედიაპლატფორმა kartuli.fr-ის მეშვეობით გაავრცელოს ინფორმაცია იმ უკანონო ქმედებების შესახებ, რასაც კომპოზიტორი მის მიმართ ახორციელებს.
„მინდა, საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე – ქეთი ჩხაიძემ გაავრცელა ჩემზე ცრუ ინფორმაცია, მომაყენა მორალური ზიანი და საჯაროდ დამემუქრა. ეს არ არის მხოლოდ პირადი პრობლემა – ეს უკვე ეხება ყველანაირ პროფესიულ ეთიკას, თავისუფლებას და სამართალს,“ – ამბობს ბასილაშვილი.
საქმე ნომერი 1: პერსონალური ინფორმაციის დარღვევა – გადაწყვეტილება უკვე დადო
პირველი საქმე ეხება სოფიო ბასილაშვილის პერსონალური ინფორმაციის უკანონო გავრცელებას. მის მიმართ ქეთი ჩხაიძემ გაავრცელა პირადი მიმოწერა და კონტექსტის გარეშე ინტერპრეტირებული ფაქტები, რომლებიც აზიანებდა როგორც მის პროფესიულ, ისე ადამიანურ რეპუტაციას.
სერიოზული ბრალდებები, მაგრამ – სად არის სამართლებრივი საფუძველი?
ქეთი ჩხაიძე სოფიო ბასილაშვილს ბრალს სდებს თაღლითობაში – და ამას აკეთებს არა სასამართლოს ან პოლიციის მეშვეობით, არამედ საჯარო პოსტებით Facebook-ზე. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას დაზარალებული:
„თუ მე მართლა თაღლითი ვარ – რატომ არ შეაქვს განაცხადი პოლიციაში? რატომ არ იწყებს გამოძიებას? სად არიან სხვა დაზარალებულები? თუ ასე ძალიან დარწმუნებულია თავის სიმართლეში – ხომ მარტივია სამართლებრივი გზით საქმის გარჩევა და სიმართლის დადგენა? მაგრამ არა – მუქარები, პოსტები, ცრუ ბრალდებები და მორალური ზეწოლა სჯობს სამართალს. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი რამეს ამტკიცებს – რომ ქეთი ჩხაიძის განცხადებები ემოციური შანტაჟია და არა რეალური ფაქტებით გამყარებული ბრალდებები.“
სოფიო ბასილაშვილი ხაზგასმით ამბობს: „მეც მზად ვარ – თუ საჭიროა, ყველა შესაბამის უწყებას წარვუდგენო თავი და მოვითხოვ, გამოძიონ, ვარ თუ არა თაღლითი. ერთადერთი, ვინც ამ გამოძიებას გაურბის, ქეთი ჩხაიძეა.“
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უკვე დადო გადაწყვეტილება – ქეთი ჩხაიძემ დაარღვია კანონით გათვალისწინებული რეგულაციები. ეს არის პირველი ოფიციალური მტკიცებულება იმისა, რომ კომპოზიტორის ქმედებები სცდება ზნეობრივ და იურიდიულ ზღვარს.
მედიაპლატფორმა kartuli.fr გააგრძელებს პროცესის სამართლებრივ გაშუქებას და დაიცავს საზოგადოების წევრების ინტერესებს იმ ფონზე, როდესაც საჯარო სივრცე უფრო და უფრო ხშირად სარეპუტაციო თავდასხმების ასპარეზად იქცევა.
