საფრანგეთში ბინადრობის უფლების (Carte de séjour) მიღება შესაძლებელია რამდენიმე სხვადასხვა გზით, რომლებიც დამოკიდებულია თქვენი სტატუსის, სამუშაოს, ოჯახის წევრების და სხვა ფაქტორების მიხედვით.
- ოჯახური საფუძველი
• ქორწინება ფრანგ მოქალაქესთან – ქორწინებიდან 6 თვის შემდეგ შეგიძლიათ მოითხოვოთ ბინადრობის ნებართვა.
• ოჯახის გაერთიანება (Regroupement familial) – თუ თქვენი ოჯახის წევრი (ქმარი/ცოლი, შვილი) ლეგალურად ცხოვრობს საფრანგეთში, შეგიძლიათ მოითხოვოთ ბინადრობის უფლება. - სამუშაო და ეკონომიკური აქტივობა
• სამუშაო კონტრაქტი (Travailleur salarié) – ფრანგულ კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ ბინადრობის უფლება.
• თავდასაქმება (Auto-entrepreneur) – შეგიძლიათ მოითხოვოთ ბინადრობის ნებართვა, თუ გყავთ კლიენტები და გექნებათ სტაბილური შემოსავალი.
• კვალიფიციური სპეციალისტები და საინვესტიციო პროგრამები – მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირებს, ინვესტორებსა და მეწარმეებს შეუძლიათ ბინადრობის უფლების მიღება „Passeport talent“ კატეგორიით. - განათლება და სტუდენტური ვიზა
• სტუდენტური ბინადრობის ნებართვა (Carte de séjour étudiant) – სწავლის დასრულების შემდეგ შესაძლებელია მისი გახანგრძლივება ან გადაკეთება სამუშაო ნებართვაზე. - ლტოლვილობა და ჰუმანიტარული ბინადრობა
• ლტოლვილის სტატუსი (asile/refugié) – საფრანგეთის ხელისუფლებას შეუძლია მიანიჭოს ლტოლვილის სტატუსი პოლიტიკურ, სამხედრო ან სხვა სახის დევნის გამო.
• ჰუმანიტარული ბინადრობა – ჯანმრთელობის პრობლემების ან საფრთხის გამო შესაძლებელია დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღება. - ლეგალიზაცია (Régularisation)
• „Sans-papiers“ ლეგალიზაცია – არალეგალურ მიგრანტებს შეუძლიათ მიიღონ ბინადრობის უფლება, თუ ქვეყანაში ცხოვრობენ დიდი ხანია და აქვთ სტაბილური სამუშაო ან ოჯახური კავშირები.
• შინაგან საქმეთა სამინისტროს (Prefecture) გადაწყვეტილება – ინდივიდუალური შემთხვევების განხილვა შესაძლებელია განსაკუთრებული ვითარებების გათვალისწინებით.
ქართველები საფრანგეთში NEWS
