პასპორტის განახლება 18 წლამდე პირისთვის

18 წლამდე მიუღწეველი, ანუ არასრულწლოვანის პასპორტის მიღება განსხვავებულია, სტატიაში მოგიყვებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დეტალურ ნაბიჯებს, თუ რა ეტაპი, დოკუმენტები და პროცესებია ამისათვის გათვალისწინებული.

არასრულწლოვნის პასპორტის განახლებისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

  • მშობლების პასპორტი ან პირადობის მოწმობა.
  • ერთი ფოტოსურათი ზომით 3,5×4,5 სმ.
  • 23.97 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ამობეჭდილი).

  • ბავშვის გამოცხადება: ბავშვის საკონსულოში პირადად გამოცხადება სავალდებულოა მხოლოდ 9 წლის ასაკიდან.
  • ფოტოსურათი: ფოტო უნდა იყოს გადაღებული ბოლო 6 თვის განმავლობაში, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი და თეთრ ფონზე. სახის გამოსახულებამ ფოტოს 70-80% უნდა დაიკავოს.

პასპორტის აღებაზე თანხმობის მისაცემად მნიშვნელოვანია შემდეგი პირობების გათვალისწინება:

  • 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა.
  • 16-დან 18 წლამდე ასაკში საკმარისია მხოლოდ ერთი მშობლის თანხმობა.
  • მშობლებს თანხმობის დაწერა შეუძლიათ ადგილზე, საკონსულოში ვიზიტისას.
  • თუ ერთ-ერთი მშობელი ვერ ახერხებს საკონსულოში გამოცხადებას, მას შეუძლია თანხმობა დაადასტუროს საფრანგეთში ნოტარიუსთან ან მერიაში (légalisation de la signature). ეს დოკუმენტი ქართულ ენაზე უნდა ითარგმნოს და დამოწმდეს.
  • თუ მშობელი საქართველოშია, თანხმობის დაწერა შეუძლია ნოტარიუსთან ან იუსტიციის სახლში.
  • თუ მშობელი საქართველოს ან საფრანგეთის გარეთაა, მას შეუძლია თანხმობა დაწეროს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებულ საქართველოს საკონსულოში.

  • დაკარგული პასპორტი: პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, სავალდებულოა პოლიციის ცნობის წარდგენა (ქართულ ენაზე). ცნობაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული დაკარგული პასპორტის ნომერი.
  • დაზიანებული პასპორტი: სხვა მიზეზით პასპორტის გამოცვლისას (ვადის გასვლა, დაზიანება), აუცილებელია ძველი პასპორტის ორიგინალის წარდგენა.

  • მომსახურების საფასური შეადგენს 23,97 ევროს, რომელიც წინასწარ უნდა გადაირიცხოს საკონსულოს ანგარიშზე.
  • დანიშნულების ველში (MOTIF DE L'OPÉRATION DE VIREMENT) აუცილებლად მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ პირის სახელი და გვარი, ვისზეც დოკუმენტი გაიცემა. მაგალითად: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე.

საბანკო ანგარიშის ინფორმაცია:

  • ანგარიშის მფლობელი: Consulat Ambassade de Georgie
  • IBAN: FR76 3056 8199 2600 0200 9120 234
  • BIC: CMCIFRPP

ძირითადი მოთხოვნები

საკონსულოში ვიზიტისთვის საჭიროა წინასწარი ჩაწერა. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს ნომერზე 01 45 02 11 07.

ვიზიტის დასაჯავშნათ შეგიძლიათ ესტუმროთ ბმულს

საკონსულო მუშაობს:

  • ორშაბათს და ოთხშაბათს: 15:00-დან 17:00 საათამდე.
  • პარასკევს: 10:00-დან 13:00 საათამდე.
  • პასპორტის ვადა: პასპორტი მზადდება 45 კალენდარულ დღეში.
  • ფოსტით მიღება: თუ გსურთ, რომ პასპორტი ფოსტით დაგიბრუნდეთ, თან უნდა იქონიოთ დაზღვეული კონვერტი (50გ).
გააზიარე !
Shares
Scroll to Top