პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადება ევროპელ და კანადელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ: “მე ახლახანს მქონდა კიდევ ერთი გრძელი საუბარი რამდენიმე კოლეგასთან ევროკავშირიდან, ასევე კანადიდან, ისლანდიიდან და ნორვეგიიდან. საფრანგეთისა და მისი პარტნიორების პოზიცია ნათელი და ერთიანია. ჩვენი სურვილია გრძელვადიანი და მტკიცე მშვიდობა უკრაინაში. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვიღებთ ყველა ჩვენს პასუხისმგებლობას ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესი და მე ვარ მისი გარანტი. ჩვენ ვიზიარებთ მიზანს, რომელიც ასევე არის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზანი, რომ დასრულდეს რუსეთის მიერ თითქმის სამი წლის განმავლობაში წარმოებული აგრესიული ომი. ჩვენი ძალისხმევა მშვიდობისთვის გაგრძელდება შემდეგი პრინციპების დაცვით, რაც ჩვენს ინტერესშია: → უკრაინა ყოველთვის უნდა იყოს ჩართული და მისი უფლებები დაცული იყოს. → მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი და თან ახლდეს ძლიერი და სანდო გარანტიები. → მხედველობაში უნდა მიღებული ევროპელების უსაფრთხოების საზრუნავი. დარწმუნებულები ვართ საჭიროებაში, რომ გავზარდოთ ევროპისა და თითოეული ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი დანახარჯები და თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობები. გადაწყვეტილებები მიიღება უახლოეს დღეებში და კვირებში.”
