საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი თბილისის სკოლების მოსწავლეებს შეხვდა

ფრანგ ბავშვთა მოსამართლის, ფატმა კოზადას საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი თბილისის სკოლების მოსწავლეებს ესაუბრა მათ მოლოდინებზე ბავშვთა უფლებების პატივისცემისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ საქართველოში.

დისკუსია გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვთა სამართლის ცენტრში, საფრანგეთის საელჩოსა და UNICEF-ის საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში.

ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა საფრანგეთის პრიორიტეტია მთელ მსოფლიოში და საქართველოში. საფრანგეთი გააგრძელებს მუშაობას ყველა პარტნიორთან და ქართველ ახალგაზრდებთან ამ უფლებების გასაძლიერებლად.

ინფორმაციას აქვეყნებს საფრანგეთის საელჩო საქართველოში

გააზიარე !
Shares
Scroll to Top